ბრაზილიური კლუბი „იბისი“, რომელიც 1980 წელს თავისი ანტირეკორდით (55 ვერმოგებული მატჩით) არის ცნობილი, თურმე „ჩელსიდან“ გაშვებული ჟოზე მოურინიოს გადაბირებას ცდილობდა.
ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულს ეს კლუბი ორწლიან კონტრაქტს სთავაზობდა, რომლის თანახმად, თვეში ერთხელ მოურინიოს საჭმლით მოამარაგებდნენ, ყოველი წაგებული მატჩის შემდეგ კი ის ბონუსებს მიიღებდა, ხოლო ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, მას ავტომატურად გაათავისუფლებდნენ.
ბოლოსთვის, გეტყვით, რომ ეს წინადადება „იბისმა“ მოურინიოს 28 დეკემბრისთვის შესთავაზა, რომელიც სამხრეთ ამერიკაში პირველ აპრილს უდრის.