ჯერარდი: “კარიერას, ალბათ, 2016 წელს დავასრულებ”

“ლოს ანჯელეს გალაქსის” ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ მოთამაშის კარიერას, სავარაუდოდ, 2016 წელს დაასრულებს. ინგლისელმა ფეხბურთელმა ისიც აღნიშნა, რომ “ლივერპულს” მისი დაბრუნება სურს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სტატუსით.

“ჯერ არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ, ალბათ, 2016 წელი ბოლო იქნება ჩემს კარიერაში. იურგენ კლოპს ვესაუბრე. კონკრეტული შემოთავაზება არ მიმიღია, თუმცა “ლივერპულში” ჩემი დაბრუნება სურთ. არსებითი საუბარი არ გვქონია და ჩემთვის არ უთქვამთ, კონკრეტულად თუ რა უნდა გავაკეთო კლუბში”, – ჯერარდის კომენტარი “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.