“სანდერლენდმა” “ტრაბზონსფორის” თავდამსხმელი ინათხოვრა

“სანდერლენდმა” “ტრაბზონსფორის” თავდამსხმელი დამე ნდოიე ინათხოვრა.

საიჯარო ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება. 30 წლის სენეგალელ ფეხბურთელს 10-ნომრიანი მაისური გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ნდოიეს “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღება არ შეეძლება, ვინაიდან სამუშაო ვიზასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეექმნა.