„საუთჰემპტონმა“ ჩარლი ოსტინი იყიდა

„ქუინს პარკ რეინჯერესის“ თავდამსხმელი ჩარლი ოსტინი კარიერას „საუთჰემპტონში“ გააგრძელებს.

როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, მხარეებმა ოთხწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმეს.

„სქაი სპორტსის“ ინფორმაციით, „საუთჰემპტონს“ ეს ტრანსფერო ოთხი მილიონი ფუნტი დაუჯდა.