სუბისარეტა: “ბარსელონადან” გვარდიოლას წასვლა ჩემი ყველაზე დიდი მარცხი იყო”

“ბარსელონას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ კატალონიურ გუნდში მისი მუშაობის პერიოდში დაშვებულ ყველაზე დიდ შეცდომად კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხოსეპ გვარდიოლას გაშვებას თვლის.

“ჩემი მიზანი “ბარსელონას” თავკაცის პოსტზე გვარდიოლას დანიშვნა იყო. ვაღიარებ, რომ მისი წასვლა ჩემი ყველაზე დიდი მარცხი იყო. ხოსეპმა “ბარსელონას” ბევრი რამ მისცა, მან გუნდს ახლებური თამაში შესძინა. პეპმა დაინახა ის, რისი დანახვაც ჩვენ არ შეგვეძლო. გვარდიოლამ დაგვანახა, რომ ფეხბურთი არც ძალა, არც სისწრაფე, არც გამძლეობა და არც ტექნიკა თუ ტაქტიკაა. ფეხბურთი ამ ყველაფრისა და კიდევ მრავალი ნიუანსის კომბინაციაა”, – აღნიშნა სუბისარეტამ “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში.