კარლოს მარჩენამ კარიერა დაასრულა

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა კარლოს მარჩენამ კარიერა დაასრულა.

36 წლის ფეხბურთელი უკანასკნელად ინდური “კერალა ბლასტერსის” ღირსებას იცავდა.

მარჩენას კარიერის განმავლობაში ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა “ვალენსია”, “სევილია”, “ვილიარეალი” და “დეპორტივო”.

კარლოს მარჩენა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა.