“მილანმა” “ალესანდრია” ბალოტელის მიერ გატანილი პენალტით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს იტალიის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. ქვეყნის რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე “ალესანდრიამ” “მილანი” მიიღო. “როსონერიმ” შეხვედრა 43-ე წუთზე მარიო ბალოტელის მიერ გატანილი გოლის წყალობით მოიგო. წყვილის განმეორებითი მატჩი პირველ მარტს შედგება.

რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ შეხვედრას, ტურინის “იუვენტუსი” მილანის “ინტერს” მიიღებს. ეს მატჩი ოთხშაბათს, 27 იანვარს შედგება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

იტალიის თასი
ნახევარფინალი (I მატჩი)
“ალესანდრია” — “მილანი” 0:1 (0:1)

გოლი: ბალოტელი 43′ (პენ).