ვერატი: “უკმაყოფილოები ვართ შეხვედრის ხარისხით, მაგრამ შედეგი მისაღებია”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში “ანდერლეხტი” და “პარი სენ-ჟერმენს” დაუპირისპირდა და 0-4 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარიზელთა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩვენ მატჩის დასაწყისშივე შევძელით დაწინაურება, მაგრამ “ანდერლეხტმა” ამის შემდეგ შესანიშნავი ფეხბურთი შემოგვთავაზა. უკმაყოფილონი ვართ შეხვედრის ხარისხით, მაგრამ შედეგი მისაღებია. უკეთ შეგვიძლია თამაში, არ შეიძლება ამდენი მომენტის გამოუყენებლობა. შეიძლება ითქვას, რომ რიგ ეპიზოდებში გაგვიმართლა კიდეც,” – აცხადებს მარკო ვერატი.

მბაპეს შეუდარებელი შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე

დღეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში “პარი სენ-ჟერმენი” “ანდერლეხტს” ესტუმრა და 4-0 დაამარცხა მეტოქე.

მატჩში პირველი გოლი ახალგაზრდა ფეხბურთელმა, კილიან მბაპემ გაიტანა. ეს გოლი მისთვის ამ ტურნირზე მერვე აღმოჩნდა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მსგავსი რაოდენობის გოლის გატანა შეძლო.

მბაპე პარიზელებმა გასულ ზაფხულში “მონაკოდან” იჯარის წესით წაიყვანეს. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, უკვე არაერთხელ შეძლო პუბლიკის გაოცება.

კავანი ნეიმარზე: “არ არის აუცილებელი ყველასთან მეგობრობა, ჩვენ პროფესიონალიზმი გვმართებს”

“პარი სენ-ჟერმენის” შემტევმა ედისონ კავანიმ ნეიმართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, ნეიმარსა და კავანის არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვთ, მას შემდეგ, რაც ბრაზილიელი “პსჟ”-ში გადავიდა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა: “ჩვენთვის უპირველესი გუნდის წარმატება უნდა იყოს, გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი იღებს და ჩვენ პატივს ვცემთ მის მოსაზრებას. არ არის აუცილებელი ყველასთან მეგობრობა, ჩვენ უპირველეს ყოვლისა პროფესიონალიზმი გვმართებს,” – განაცხადა ედინსონ კავანიმ.

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელის თქმით: “თუ კავანი პირველ პენალტს შეასრულებს, შემდეგ ჯერზე ბურთთან ნეიმარი მივა.” – აცხადებს უნაი ემერი.

ნასრი პარიზელებზე: “არამგონია ისინი სხვა ინგლისურ კლუბებს აღემატებოდნენ”

“მანჩესტერ სიტი” ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ეგიდით ფრანგულ “პსჟ-ს” დაუპირისპირდება. აღნიშნულ მატჩამდე პრესასთან სამირ ნასრიმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ წყვილში ფავორიტი “პარის სენ-ჟერმენია”.

“დიახ, “პსჟ” ფავორიტია, რადგანაც ჩვენ ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს – საუბედუროდ მთელი ძალებით ვერ შევძლებთ თამაშს.

ამასთანავე მათ უკვე აქვთ საკმაოდ გამოცდილება ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე თამაშისა. ჩვენთვის კი ეს პირველია. ეს ყველაფერი მათ დიდ უპირატესობას აძლევს.

მართალია, რომ მათ დიდებული კლუბი ჰყავთ, თუმცა არამგონია ისინი სხვა ინგლისურ კლუბებს აღემატებოდნენ. ინგლისში ადვილი მატჩები არ არის, არასდროს. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი “პსჟ-სა” და “სტოკის” დაპირისპირებას, ან თუნდაც “ვესტ ჰემთან”, ან “არსენალთან”.

დღეს დიდი ოთხეული აღარ არსებობს. ინგლისში 6-7 კლუბია, რომლებიც ჩემპიონობაზე აცხადებენ პრეტენზიას. შეიძლება “ბარსელონა” ჩემპიონი გახდეს, თუმცა “პსჟ” “ბარსა” არ არის.”

კერიკი მანჩესტერს უახლოეს მომავალში დატოვებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა, მაიკლ კერიკმა შესაძლოა კლუბი მომდევნო ზაფხულს დატოვოს.

The Sun-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ კერიკს სხვა კლუბებთან მოლაპარაკების ნება დართო.

34 წლის მოთამაშით, რომელიც თავის კლასს დღესაც არ კარგავს, “პარის სენ-ჟერმენი” და ამერიკული MLS-ის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.