სამპაოლი: “ვცდილობდით, მისთვის ცარიელი სივრცე შეგვექმნა”

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინა საფრანგეთთან, ანაგარშით, 3-4 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. ლათინოამერიკელთა უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა.

“ძალიან მტკივნულია, რომ ჩემპიონატს გამოვეთიშეთ. ჩვენმა ფეხბურთელებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა მიზნისთვის მიეღწიათ. ურთულესი შეხვედრა იყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვერ მოვახერხეთ ის, რომ რუსეთში მიზნისთვის მიგვეღწია. მოწყენილი ვარ. ვიმყოფები ისეთ სიტუაციაში, რომელშიც ჩემს მომავალს არ ვწყვეტ.

მიზანი ერთი იყო: გაგვეტანა და მოგვეგო. თუმცა, შესაძლოა, ჩვენი სათამაშო ფილოსოფია არ იყო იმდენად დახვეწილი, რომ ეს ამოცანა შეგვესრულებიან. მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს. გვუსრდა, კოლექტიურად შეგვექმნა ამ საოცარი სპორტსმენისთვის საჭირო მომენტები. მის გარშემო ბევრი ტაქტიკა ვცადეთ. გვსურდა, შეგვექმნა ცარიელი სივრცე, სადაც იმოძრავებდა თავისუფლად. მოკლედ, ყველაფერი ვცადეთ, რომ მას სასურველი რაღაცების გაკეთება შეძლებოდა. თუმცა, ზოგჯერ ართმევ თავს ამ ყველაფერს, ზოგჯერ ვერა,” – ამბობს არგენტინელი.

ხორხე სამპაოლის წინასამატჩო პრესკონფერენცია საფრანგეთთან შეხვედრამდე

დღეს არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. მეტად პრინციპული მატჩის წინ, ლათინოამერიკელთა მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ის ფეხბურთელები უნდა გავიდნენ მოედანზე, რომლებიც თამაშის კონტროლის საშუალებას მოგვცემენ. ეს საჭიროა ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც საფრანგეთია. ჩვენი ოპონენტები ძალიან სწრაფად გადაადგილდებიან და მაღალ ტემპში ავითარებენ შეტევებს. თუ არ გავაკონტროლებთ მატჩს, მაშინ, მოგვიწევს, ფიზიკურობაზე გავაკეთოთ აქცენტი და ძალისმიერი ფეხბურთი ვითამაშოთ. ეს ჩვენ არ შეგვეფერება. ფრანგთა კონტრ-შეტევები ძალიან საშიში იქნება.

მესი ლიდერია და ამას თანაგუნდელებთან ურთიერთობის დროსაც ამჟღავნებს. მას აქვს ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც მხოლოდ გენიოსებს გააჩნიათ. რთულია, მის დონეზე ახვიდე. როცა მსგავსი სპორტსმენი გყავს, უნცდა იცოდე, როგორ უნდა ითამაშო მასთან ერთად. ამისთვის კი, მუშაობაა აუცილებელი. ზოგ გუნდელს შეუძლია მას აჰყვეს, ზოგი ამას უფრო ნელა აკეთებს,” – ამბობს სამპაოლი.

სამპაოლი: “არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში დაიმსახურა!”

არგენტინის ნაკრები არც ისე სახარბიელო დღეშია. სამხრეთამერიკელები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ათგუნდიან ჯგუფში მეექვსე ადგილს იკავებენ და ხვალ დილით, გამთენიისას პლეი-ოფში მოსახვედრად ეკვადორის დამარცხება ესაჭიროვებათ. თუ ისინი ამას შეძლებენ, მათი მეტოქე უკვე ახალი ზელანდია იქნება.

მიუხედავად აღნიშნული სიტუაციისა, გასული მუნდიალის ფინალისტი ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი მიიჩნევს, რომ არგენტინელები მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებენ.

“არგენტინამ აჩვენა ის, რომ მას შეუძლია მუნდიალზე მოხვედრა. ჩვენს ნაკრებს ამის ხასიათი აქვს. ვიმედოვნებ, საკვალიფიკაციო ეტაპს წარმატებით დავძლევთ, რადგან ჩვენ ეს დავიმსახურეთ. თუ ხვალინდელ შეხვედრაში მესის სათამაშო სტანდარტებში ჩავჯდებით, მაშინ წარმატება გარდაუვალი იქნება,” – აცხადებს სამპაოლი.

სამპაოლი: “ბარსას” მესისა და ნეიმარის შენარჩუნება გაუჭირდება”

ჩილეს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი, ხორხე სამპაოლი დარწმუნებულია, რომ “ბარსელონა” ბევრ წინადადებას მიიღებს მესისა და ნეიმარის ტრანსფერის თაობაზე, რომელთა უარყოფაც გაუჭირდებათ.

“დღესდღეობით “ბარსელონა” ინდივიდუალისტების გუნდს წარმოადგენს. ამასთანავე აღსანიშნავია მესისა და ნეიმარის პრობლემებიც, რომელიც მოედანთან არ არის კავშირში, რაც საბოლოოდ მათ აფერხებს.

ყველაზე დიდი პრობლემა კი არის ის, რომ მათ დაცვაში უჭირთ. ისინი თითქმის ყოველ მატჩში უშვებენ გოლს.

რა თქმა უნდა მათ ჰყავთ მესი და ნეიმარი. უახლოეს მომავალში ვნახავთ შეძლებენ თუ არა ისინი მათ შენარჩუნებას, რამეთუ უარის თქმა იმ წინადადებებზე, რომლებსაც ისინი მიიღებენ, ძალიან რთული იქნება.” – დაამატა სამპაოლიმ.

სამპაოლიმ “ჩელსის” ხელმძღვანელობას მისი მთავარი სამიზნის შესახებ ამცნო

როგორც იცით, ამ დროისთვის ლონდონის “ჩელსის” თავკაცობის ყველაზე რეალური ვარიანტი ხორხე სამპაოლია, რომელიც აქამდე ჩილეს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.

The Sunday Express-ს თუ დავუჯერებთ, 55 წლის სპეციალისტმა, რომელმაც გასულ წელს ჩილეს კოპა ამერიკა მოაგებინა, უკვე  დაიწყო ინგლისური ენის შესწავლა და მზადაა, სეზონის ბოლოს “სტემფორდ ბრიჯზე” გადმობარგდეს.

ინგლისური პრესის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ სამპაოლი მართლა ჩაიბარებს “ჩელსის”, მისი პირველი მოთხოვნა ალექსის სანჩესის აყვანა იქნება, რაც არც ისე ადვილი რამ გახლავთ.