“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ემანუელ ემენიკე სეზონის ბოლომდე “ჩაქუჩების” სახელით იასპარეზებს.
აქვე გეტყვით, რომ მათ მიერ გაფორმებულ კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, ინგლისურ კლუბს სეზონის ბოლოს 28 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვს.
“ძალიან, ძალიან ბედნიერი და აღელვებული ვარ. “ვესტ ჰემს” ყოველთვის ვადევნებდი თვალს და ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს დიდებული კლუბი იყო.” – განაცხადა “ფენერბახჩეს” საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა.