კემპბელი: “ვინმემ ამიხსნას, რატომ არ წაიყვანეს სანე მსოფლიო ჩემპიონატზე”

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მცველი სოლ კემპბელი მსოფლიო ჩემპიონატიდან გერმანიის ნაკრების გამოვარდნას გამოეხმაურა. როგორც იცით, ყველასათვის გასაკვირად, “ბუნდესნაკრებმა” ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისასაც, იოაჰიმ ლიოვს ყველაზე მეტად ლეროი სანეს განაცხადს მიღმა დატოვებისთვის აკრიტიკებდნენ.

“ვინმე ამიხსნის, რატომ არ მოხვდა ლეროი სანე გერმანიის ნაკრების განაცხადში, როდესაც მან უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე რომელიმე სხვა გერმანელმა ფეხბურთელმა?” – ვკითხულობთ კემპბელის წერილში.

სტერლინგმა სანეს “ეგოისტური” ტატუს გამო დასცინა (ფოტო)

“მანჩესტერ სიტის” 22 წლის ვარსკვლავმა, რაჰიმ სტერლინგმა სოციალური ქსელის მეშვეობით თავის თანაგუნდელს, ლეროი სანეს ახალი ტატუს გამო დასცინა.

ინგლისელი ფეხბურთელი სანეს ტატუს ასეთ კომენტარს უკეთებს: “რა საშინელი ტატუაა – “ჩემი სახელია ლეროი სანე და მე ძალიან მიყვარს ჩემი თავი”.

ლეროი სანე კონფედერაციის თასზე ვერ ითამაშებს

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “ბუნდესნაკრებს” კონფედერაციის თასზე “მანჩესტერ სიტის” ვინგერი, ლეროი სანე ვერ დაეხმარება.

როგორც ცნობილი ხდება, 21 წლის შემტევს ზაფხულში ცხვირის ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რის გამოც რუსეთში გასამართი ტურნირის გამოტოვება მოუწევს, რომელმაც სტარტი 17 ივნისს უნდა აიღოს.

“დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი რუსეთში,” – ვკითხულობს სანეს განცხადებაში.

“მაგრამ, ექიმებმა საუბრისას დამაჯერეს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ამ ზაფხულს ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენებ და ოპერაციას ჩავიტარებ, რათა ახალ სეზონს სრულიად ჯანმრთელი შევხვდე,” – დაამატა მან.

ლეროი სანეს მომაკვდინებელი ძალა – რვა გოლი 13 დარტყმიდან

“მანჩესტერ სიტის” გერმანელი შემტევი, ლეროი სანე ბრიტანულ პრემიერ ლიგაში საკუთარ ადგილს საკმაოდ ადვილად იმკვიდრებს.

არც ისე სახარბიელო სტარტის შემდეგ, “შალკეს” ყოფილი ვარსკვლავი საკმაოდ კარგ ფორმაში შევიდა და დღევანდელ მატჩშიც შეძლო თავის გამოჩენა – გაუტანა რა გოლი მატჩის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ ლონდონის “არსენალს”.

“მეთოფეთა” კარში მის მიერ გატანილი გოლი მერვე იყო თავის ახალ კლუბში. ამ შედეგის დასაფიქსირებლად კი მას მეტოქის კარში ბურთის მხოლოდ 13-ჯერ გაგზავნა დასჭირდა, რაც ბრწყინვალე შედეგი გახლავთ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ რვა გოლის გასატანად გასულ სეზონში გერმანელ ფეხბურთელს ბუნდესლიგის 33 მატჩში დასჭირდა მონაწილეობის მიღება.

ლეროი სანე: “გვარდიოლამ ბევრ ასპექტში დამხვეწა”

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელმა, ლეროი სანემ ჟურნალისტებთან მის დამრიგებელზე, პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა.

“ძალიან დიდი სიამოვნებას ვიღებ პეპთან მუშაობით. ის ჩემგან ბევრს ელის და ვცდილობ, მისი გაცემული ავანსები გავამართლო.”

“პეპი ძალიან მომთხოვნია. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ყველა ასპექტში განვვითარდე.”

“მინდა, ყველას დავუმტკიცო, რომ ეროვნული ნაკრების მუდმივი წევრობა შემიძლია და ამას ვიმსახურებ. “სიტიში” განვითარება ამ ყველაფერში დამეხმარება,” – განაცხადა გერმანელმა.

მათეუსი: “სანემ “მანჩესტერი” მხოლოდ ფულის გამო აირჩია”

გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, ლოთარ მათეუსი თვლის, რომ ლეროის სანემ “შალკე” “მანჩესტერ სიტიში” მხოლოდ ფულის გამო გაცვალა. ცნობისთვის გეტყვით, რომ “სიტიმ” 20 წლის გერმანელი 45 მილიონ ევროდ შეიძინა.

“სანეს ხელფასი ახლა გაცილებით უფრო მეტი იქნება, ვიდრე ეს “შალკეში” იყო. სწორედ ამან იქონია უდიდესი გავლენა მის გადაწყვეტილებაზე.

სხვა მიზეზს უბრალოდ ვერ ვპოულობ. ის ნამდვილი ტრადიციების მქონე კლუბში თამაშობდა. პირადად მე ვურჩევდი, რომ “შალკეში” კიდევ ერთი სეზონი მაინც დარჩენილიყო. “სიტიში” სანეს გაუჭირდება.

ეჭვიც არ მეპარება, რომ მას ყველაფერი აქვს კარგი კარიერის საწარმოებლად. ის სწრაფია, ტექნიკური და ზეწოლას არ იმჩნევს. თუმცა, მას წარმატების მიღწევა “შალკეშიც” შეეძლო, სადაც ხალხს მხოლოდ მისი იმედი ჰქონდა.

ამიერიდან, მას განსაკუთრებულ ყურადღებას ვეღარ მიაქცევენ. პეპ გვარდიოლა მთელ დროს იმის ცდაში გაატარებს, რომ მისი ფილოსოფია “სიტის” მოარგოს. თუ ყველაფერი გეგმების მიხედვით ვერ წავა, სანეს ყურადღებას არავინ მიაქცევს.”

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (28 ივლისი)

“შევროლეს” მინიშნება

“მანჩესტერ იუნაიტედის” სპონსორი, “შევროლე” ინსტაგრამზე პოგბას ოფიციალური გვერდის “მიმდევარი” გახდა. რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” კიდევ უფრო ახლოს არის ფრანგი ნახევარმცველის გადაბირებასთან.

ედი ჰაუ არსენ ვენგერის სანაცვლოდ?

Daily Star საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს – ლონდონის “არსენალი” არსენ ვენგერთან გამომშვიდობებას აპირებს. ფრანგი სპეციალისტის ჩანაცვლების პასუხისმგებლობა კი სავარაუდოდ “ბორნმუთის” თავკაცს, ედი ჰაუს დაეკისრება.

გვარდიოლას გუნდში სანესა და სტოუნზის მოტყვანა სურს

“სანე “შალკეს” ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, გაგვიხარდება, თუ ის ჩვენს კლუბში გადმოვა. მაგრამ, თუ დარჩენას გადაწყვეტს, ამით “შალკეს” ფანებს გაახარებს.

იგივე სიტუაციაა სტოუნზის შემთხვევაში. ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ, ვეცდებით ის გადმოვიბიროთ.”

კარგი ამბავი “სპურსის” ფანებისთვის !

ლონდოსნი “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ კლუბი უახლოეს მომავალში რამოდენიმე ტრანსფერის განხორციელებას აპირებს – “მომავალ კვირეებში რამოდენიმე ტრანსფერი უნდა განხორციელდეს.”

13327612_1249881881724938_8743442513609883502_n

სიმეონემ ინგლისურ და იტალიურ კლუბებში გადასვლის მზადყოფნა გამოთქვა

“ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ და ვთვლის, რომ შესაძლებელია კარიერა სხვა ქვეყანაშიც გავაგრძელო. ბევრია ისეთი ჩემპიონატი, რომელიც უამრავ გამოწვევას გვთავაზობს. მაგრამ, მათგან გამოსარჩევია ინგლისური და იტალიური ჩემპიონატები.”

რობსონ-კანუ “სევილიაში” … თუ “ატლეტიკოში”?

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური “სევილიასა” და “ატლეტიკო მადრიდის” წარმომადგენლები ინგლისში გაფრინდნენ, რათა მოლაპარაკებები ეწარმოებინათ ჰალ რობსონ-კანუს აგენტთან.

“ტოტენჰემი” “ინტერის” ვარსკვლავის გადაბირებას აპირებს

La Repubblica-ს ცნობით, “ინტერის” ვარსკვლავისთვის ბრძოლაში ორი ინგლისური კლუბი ჩაერთო. 23 წლის მარსელო ბროზოვიჩი “ინტერს” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა. თუმცა, როგორც ჩანს, “არსენალი” და “ლივერპული”
მზადაა 7 მილიონ ფუნტზე მეტი გადაიხადონ.

“ევერტონმა” სტოუნზის ჩამნაცვლებელი იპოვა

The Sun-მა გვამცნო, რომ “ევერტონის” ახალი თავკაცი, რონალდ კუმანი მზადაა კლუბის დატოვების საშუალება მისცეს ჯონ სტოუნზს, თუ მის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს გადაიხდიან. მის შემცვლელად კი კუმანი ლამინე კონეს მოყვანას აპირებს, რომლის გადაბირებაც დაახლოებით 15 მილიონ ფუნტად არის შესაძლებელი.

Daily Mirror: სანეს მომავალი ევრო 2016-ის შემდეგ გადაწყდება

ევრო 2016-ის დასრულების შემდეგ, გელზენკირხენის “შალკეს” ფეხბურთელი და “მანჩესტერ სიტის” სამიზნე, ლეროი სანე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარი მომავლის შესახებ. ამ ინფორმაციას ინგლისური Daily Mirror ავრცელებს.

როგორც იცით, პეპ გვარდიოლას “სიტი” შეტევითი პოტენციალის გაძლიერებას აპირებს, რისთვისაც სანეს გამოყენებას აპირებენ. თუმცა, გერმანულ კლუბს ამ საგაში მონაწილეობის მიღება არ სურს.

ამ დროისთვის ლეროი სანე საფრანგეთში, გერმანიის ნაკრებთან ერთად იმყოფება. “შალკემ” კლუბის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელს რამოდენიმე კვირა მისცა მოსაფიქრებლად – ტურნირის დასრულების შემდეგ კი 20 წლის ფორვარდი სამშობლოში კონკრეტული მიზნით უნდა დაბრუნებულიყო.

“შალკეს” აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტიან ჰაიდელმა Bild-თან საუბრისას განაცხადა: “ლეროი სანემ ფუნდამენტალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ.

“შალკეს” კონკრეტული პასუხები ესაჭიროება.”

იოზილიდან რაკიტიჩამდე: როგორი იქნებოდა “შალკეს” შემადგენლობა, ლიდერები რომ არ გაეყიდა

როგორც იცით, მიმდინარე სეზონში გელზენკირხენის “შალკე” არც თუ ისე კარგად გამოიყურება, რისი მიზეზიც მეტწილად გერმანელთა სატრანსფერო პოლიტიკა გახლავთ.

არადა სავსებით შესაძლებელი იყო, რომ “ლურჯებს” მაღალი მიზნებისთვის ებრძოლათ. თუმცა “შალკეს” ხელმძღვანელობამ ცდუნებას ვერ გაუძლო და კლუბის ლიდერები გაყიდა.

სწორედ ასეთი იქნებოდა “შალკეს” შემადგენლობა, კლუბს ლიდერები რომ არ გაეყიდა:

მანუელ ნოიერი

პოზიცია: მეკარე

ასაკი: 29

ამჟამინდელი კლუბი: “ბაიერნი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 203

მანუელ ნოიერი “შალკეში” 5 წლის ასაკიდან თამაშობდა. ის გერმანული გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რომელმაც გელზენკირხენელთა რიგებში 2011 წლამდე იასპარარეზა.

2010-11 წლების სეზონში გერმანიის თასის მოგების შემდგომ, გერმანელმა მეკარემ “ბაიერნში” მოისურვა კარიერის გაგრძელება, მიუხედავად ინგლისური გუნდების მხრიდან არსებული ინტერესებიდან და დღესაც ღირსეულად იცავს ბავარიული გრანდის კარს.

რაფინია

პოზიცია: მარჯვენა მცველი

ასაკი: 30

ამჟამინდელი კლუბი: “ბაიერნი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 198

ბრაზილიაში მოთამაშე რაფინიას თავდაპირველად ყურადღება სწორედ გერმანულმა “შალკემ” მიაქცია 2005 წელს. შემტევი შესაძლებლობების მქონე მცველმა თავისი შესაძლებლობები გერმანიაში მშვენივრად წარმოაჩინა, რის შემდეგაც ყველასთვის გასაკვირად, ის “ჯენოას” შეუერთდა 2010-ში.

სერია ა-ში გამართული რამდენიმე ბრწყინვალე მატჩის შემდგომ, მისი გადაბირების სურვილი “ბაიერნს” გაუჩნდა. ასე აღმოჩნდა ბრაზილიელი მცველი მიუნხენში, ნოიერის გვერდით.

კირიაკოს პაპადოპულოსი

პოზიცია: ცენტრალური მცველი

ასაკი: 23

ამჟამინდელი კლუბი: “ბაიერ ლევერკუზენი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 93

კირიაკოსი გერმანულ გუნდში 2010 წელს გამოჩნდა. მან “შალკეს” მესვეურთა ყურადღება საბერძნეთში, “ოლიმპიაკოსის” რიგებში მაღალ დონეზე თამაშით მიიქცია.

კირიაკოსმა 93 მატჩის ჩატარება მოახერხა “ლურჯი” მაისურით, რის შემდგომაც მის მიმართ ინტერესი “ლევერკუზენის ბაიერმა” გამოიჩინა, “შალკემ” კი მისი შენარჩუნება ვერ მოახერხა.

ჰაიკო ვესტერმანი

პოზიცია: ცენტრალური მცველი

ასაკი: 32

ამჟამინდელი კლუბი: “ბეტისი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი:123

ჰაიკო ვესტერმანს მცველისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისება გააჩნდა. მისი პირველი დიდი კლუბი სწორედ “ფელტინს-არენას” ბინადარი “შალკე” გახლდათ, რომელმაც ის “არმინიადან” გადაიბირა.

ვესტერმანმა მთავარი როლი ითამაშა გერმანული გრანდის წარმატებულ ასპარეზობაზე (ჩემპიონტა ლიგაში), ის გუნდის შეუცვლელი ფიგურა იყო, მანამ სანამ გერმანელებს “ბარსელონა” არ გამოაგდებდა ნახევარფინალიდან. რის შემდგომაც ის “ჰამბურგის” კაპიტანი გახდა (2010-ში).

ბენედიქტ ჰიოვედესი

პოზიცია: მარცხენა მცველი

ასაკი: 27

ამჟამინდელი კლუბი: “შალკე”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 286

ბენედიქტი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა წარმატებულ შორის, რომელთა შენარჩუნებაც გელზენკირხენულმა გუნდმა მოახერხა.

მსოფლიო ჩემპიონმა, რომელსაც ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, “შალკეს” მასიურით 286 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ამასთანავე 32-ჯერ შესძლო ნაკრების რიგებში თამაშიც.

იოჰანსენ გაისი

პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი

ასაკი: 22

ამჟამინდელი კლუბი: “შალკე”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 23

მიუხედავად იმისა, რომ “შალკეს” რიგებში იოჰანსენმა მხოლოდ 23 მატჩის ჩატარება მოახერხა, მან მაინც დიდი მოწონება დაიმსახურა კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან.

დიდწილად სწორედ 22 წლის გაისის დამსახურებაა, ის რომ “შალკე” ამჟამად გერმანიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებს. მან კლუბის მიერ გატანილ 12 გოლში მიიღო მონაწილეობა.

ივან რაკიტიჩი

პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი

ასაკი: 27

ამჟამინდელი კლუბი: “ბარსელონა”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 135

ივან რაკიტიჩმა, რომელიც ამჟამად “ბარსელონას” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელად ითვლება, თავისი შესაძლებლობების წარმოჩენისათვის მადლობა პირველ რიგში “შალკეს” უნდა გადაუხადოს, რამეთუ სწორედ გერმანული გუნდის სკაუტმა შეამჩნია ის პირველად.

გერმანულმა კლუბმა “ბაზელში” მოთამაშე ხორვატი ნახევარმცველი 2007 წელს გაიფორმა. გერმანელთა ავანსები გამართლდა – ცენტრალურმა ნახევარმცველმა 135 მატჩში 16 გოლის გატანა და 29 ასისტის გაკეთება მოახერხა.

იულიან დრაქსლერი

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ასაკი: 22

ამჟამინდელი კლუბი: “ვოლფსბურგი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 170

იულიან დრაქსლერი “შალკეს” მიერ წარმოებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტად ითვლება. რომ არა ტრავმები, ის შესაძლოა გაცილებით უფრო მაღალ დონეზეც მდგარიყო.

თუმცა მას ყველაფერი წინ აქვს – ის მხოლოდ 22 წლის არის. მან გულშემატკივართა გული მალევე მოიგო, თუმცა 170 მატჩში თამაშის შემდგომ, მან “შალკე” “ვოლფსბურგში” გაცვალა.

მესუტ იოზილი

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ასაკი: 27

ამჟამინდელი კლუბი: “არსენალი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 39

რაკიტიჩსა და იულიან დრაქსლერს ნახევარდაცვაში მესუტ იოზილიც შეუერთდებოდა “ვერდერში” რომ არ გადაბარგებულიყო 2006 წელს.

იოზილი “შალკეს” აკადემიაში 2005 წელს მივიდა და ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა, მისით ვერ მოიხიბლა და გერმანელ ნახევარმცველს გუნდის დატოვების საშუალება მისცა.

ლეროი სანე

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ასაკი: 20

ამჟამინდელი კლუბი: “შალკე”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 42

მიუხედავად იმისა, რომ ლერო სანე სულ რაღაც 20 წლისაა, ევროპის არცერთი ტოპ კლუბი არ იტყვის გუნდში მის ყოლაზე უარს. სანემ გერმანულ გუნდში 42 მატჩის ჩატარება მოახერხა, მან თავის გამოჩენა ჩემპიონთა ლიგაზეც მოახერხა.

კლუბის ახალგაზრდული აკადემიის კიდევ ერთი გასაოცარი პროდუქტის შენარჩუნება “შალკეს” ძალიან გაუჭირდება. დიდია იმის ალბათობა, რომ გერმანელი შემტევი ნახევარმცველი მომავალ სეზონში ინგლისში ან ესპანეთში ვიხილოთ.

კლას-იან ჰუნტელაარი

პოზიცია: თავდამსხმელი

ასაკი: 32

ამჟამინდელი კლუბი: “შალკე”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 201

“რეალში” და “მილანში” გატარებული წლების შემდგომ, ჰოლანდიელმა შემტევმა კარიერის გაგრძელება გერმანიაში გადაწყვიტა. ის “შალკეს” 2010-ში შეუერთდა.

ჰოლანდიელ თავდამსხმელს საკმაოდ ადვილად გამოსდის გოლების გატანა, მითუმეტეს, თუ ისეთი ნახევარმცველები ეყოლება უკან, როგორებიც არიან: იოზილი, დრაქსლერი, სანე და რაკიტიჩი.

Claudio-Ranieri

გუარდიოლა “მანჩესტერში” სანეს მიყვანას აპირებს

Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორამციის თანახმად, პეპ გუარდიოლა “ეტიჰად სტედიუმზე” ლეროი სანეს მიყვანით არის დაინტერესებული.

20 წლის სანემ, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთლად მიიჩნევა, “სიტისთან” ერთად კიდევ რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღებაც მიიპყრო (“არსენალი”; “ლივერპული”).

პეპ გუარდიოლა არასდროს სცდილობდა დაემალა მისი სიმპატიები 40 მილიონად შეფასებული ნახევარმცველის მიმართ: “ ლეროი შესანიშნავი მოთამაშეა. ისღა დამრჩენია მივულოცო გერმანიის ნაკრებს, რომ ასეთი ფეხბურთელი ჰყავთ.”