15 წლის რონალდო ზინედინი მექსიკის ნაკრებში გამოიძახეს

15 წლის ფეხბურთელი, რომელსაც მშობლებმა მადრიდის “რეალის” ორი ვარსკვლავის სახელი ( რონალდო ზინედინი) დაარქვეს, გაცემულ ავანსებს ამართლებს – Goal-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მექსიკელი  15-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.

“მე და ჩემი ქმარი რონალდოსა და ზიდანის დიდი ფანები ვიყავით. მუცელში ყოფნისას ის ძალიან ბევრს მოძრაობდა. ჩემს ქმარს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ის ამ ორ დიდ ფეხბურთელს დაემსგავსებოდა.

თუმცა, თავდაპირველად ვერ შევთანხმდით, რადგანაც ჩემს ქმარს რონალდო უფრო მოსწონდა, მე კი – ზიდანი. ასე რომ გადავწყვიტეთ, გაგვეერთიანებინა ჩვენი მოსაზრებები.” – განაცხადა რონალდო ზინედინ ერნანდესის დედამ.