ჯოვანი გალეონეს აზრით, რომელიც მასიმილიანო ალეგრის მისი ფეხბურთელობის პერიოდში თავკაცობდა, სპეციალისტი სეზონის ბოლოს „იუვენტუსს“ დატოვებს და მუშაობას „ჩელსიში“ გააგრძელებს.
„ვფიქრობ, მაქსი „ჩელსის“ ჩაიბარებს და წარმატებას მაიღწევს. ალეგრის წარმოუდგენელი რამ გამოსდის, მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და გიოტცე და ისკო არ დაიმატა.
ის იტალიიდან წავა. ვფიქრობ, მუშაობას ინგლისში გააგრძელებს, რადგან რომან აბრამოვიჩმა მას უბრალოდ ბრწყინვალე წინადადება შესთავაზა.
ალეგრი მსოფლიოს ხუთ საუკეთესო მწვრთნელს შორისაა და მას „იუვენტუსის“ დატოვება მოუწევს, რადგან იტალიაში დარჩენის აზრი არ არის“, – ციტირებს გალეონეს Goal.com-ი.