“შანხაი შენჰუა” კიკე სანჩეს ფლორესმა ჩაიბარა

ცნობილი ესპანელი სპეციალისტი კიკე სანჩეს ფლორესი ჩინური “შახაი შენჰუას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალებზე ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. ჩინეთში 53 წლის ესპანელმა მწვრთნელმა ხუთი თანაშემწე გაიყოლა.

კიკე სანჩეს ფლორესი მეტწილად “ვალენსიაში”, “ბენფიკაში”, მადრიდის “ატლეტიკოსა” და “უოტფორდში” მუშაობით არის ცნობილი. ბოლოს ის “ესპანიოლს” თავკაცობდა, საიდანაც აპრილის თვეში გაათავისუფლეს.

“შანხაი შენჰუამ” ჩინეთის სუპერლიგის ბოლო გათამაშება მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა. გუნდში ყველაზე ცნობილ ფეხბურთელებად ფრედი გუარინი და დემბა ბა ითვლებიან.

ესპანური პრესა: კიკე სანჩეს ფლორესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

ინგლისური “უოტფორდის” ყოფილი მწვრთნელი, კიკე სანჩეს ფლორესი ესპანეთში აპირებს დაბრუნებას. ამ ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ესპანიოლის” წარმომადგენლებმა ორრაუნდიანი მოლაპარაკებები გამართეს მწვრთნელის აგენტთან, ხიმენეს კარვახალთან და თავად სანჩესთან.

მხარეებმა ერთმანეთთან შეთანხმებას მიაღწიეს – ფლორესი ესპანურ გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. კონტრაქტში იქნება პუნქტი, რომელიც კატალონიურ კლუბს საშუალებას მისცემს, რომ კიკესთან თანამშრომლობა კიდევ ერთი სეზონით გააგრძელოს.

აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად მომდევნო კვირაში დადასტურდება.

კიკე სანჩეს ფლორესი:”გადაწყვეტილებას ჩემს მომავალთან დაკავშირებით უმალვე მივიღებ”

“უოტფორდის” მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სანჩეს ფლორესმა აღნიშნა, რომ მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალევე მიიღებს. ეს განცხადება მან გავარდნილ “ნორვიჩთან” განცდილი მარცხის შემდეგ გააკეთა (4-2).

“თუ ბევრს არ ვიმუშავებთ, შესაძლოა “ნორვიჩის” პოზიციაზეც აღმოვჩნდეთ. განსხვავება “უოტფორდსა” და “ნორვიჩს” შორის არც ისე დიდია. უბრალოდ ჩვენ კარგი სეზონი ჩავატარეთ.

ჩვენ მიმდინარე სეზონით დიდი სიამოვნება მივიღეთ, ცხრილის ბოლოში მყოფი გუნდები კი ძალიან ბევრს ბრძოლობდნენ. ჩვენზე ასეთი ზეწოლა არ ყოფილა.”

საკუთარ მომავალზე საუბრისას კი მან განაცხადა: “ამ საკითხს უმალვე მოვაგვარებთ”.

ფლორესი: “დინი ინგლისისთვის იდეალური ვარიანტია”

“უოტფორდის” თავკაცს, კიკე სანჩეს ფლორესს სჯერა, რომ ტროი დინი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას შეძლებს.

 

“ტროის ინგლისური ფეხბურთი 100%-ით ესმის. მას კეინთან და ვარდისთან ერთად შეუძლია მუშაობა. მას შეუძლია, რომ ნებისმიერ სტილს მოერგოს.

 

 

ის ნამდვილად იმსახურებს ნაკრებში თამაშის შანსს. თუმცა ამის თაობაზე როი ჰოჯსონთან ჯერ არ მისაუბრია. ძალიან მესიამოვნება, თუკი ის ჩემს ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსს მისცემს.” – განაცხადა ფლორესმა.