იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან ჟოელ მატიპის ფიზიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ბოლომდე გამოჯანმრთელებული ჯერ კიდევ არ არის და სწორედ ამიტომ არ ათამაშა ის მან “ევერტონთან” მატჩში.
“შეგვეძლო, გვეცადა და მისთვის “ევერტონთან” მატჩში მცირე სათამაშო დრო მიგვეცა, მაგრამ ამით მომდევნო თამაშში მისი არყოფნის შანსები კიდევ უფრო გაიზრდებოდა – ამიტომაც არ გავრისკე.
ასე რომ, გადავწყვიტეთ, მისთვის დამატებითი დრო მიგვეცა, რაც ფორმაში ჩასადგომად სჭირდება. მას ეს პრობლემა კვირებია, რაც აწუხებს.
მატიპი დაბრუნებასთან ყოველთვის ახლოს იყო, მაგრამ ეს მაინც ვერ მოხერხდა, რადგანაც ის თავს 100 პროცენტით კომფორტულად ვერ გრძნობს.” – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.