დორტმუნდის “ბორუსიას” ვარსკვლავმა, ჰენრიკ მხითარიანმა “პორტოსთან” გასამართ მატჩამდე იურგენ კლოპისა და ტომას ტუხელის მმართველობა შეადარა ერთმანეთს და აღნიშნა, რომ ტუხელის ხელმძღვანელობით ისინი უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობენ.
“როდესაც კლოპი აქ იყო, ჩვენ განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობდით – მეტი ყურადღება გვქონდა გადატანილი კონტრ-იერიშებზე, პრესინგსა და სიძლიერეზე.
ტუხელის მოსვლის შემდეგ კი, სხვანაირი სტილის ფეხბურთის მიმდევრები გავხდით. ვცდილობთ, ბურთი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და მეტი პასი გავაკეთოთ. საბოლოო ჯამში, ტუხელი უფრო შემტევ ფეხბურთს გვათამაშებს.”