საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ახალმა თავკაცმა ილიას ზუროსმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ფედერაციასთან მიღწეული შეთანხმების, ნაკრების სამომავლო მიზნებისა და გეგმების შესახებ ისაუბრა.
„ჩემთვის აქ ყოფნა და საქართველოს ნაკრების გაწვრთნა დიდი პატივია. პირველ დღეს მივხვდი, რომ ეს ფედერაცია კარგადაა ორგანიზებული. ყველა მწვრთნელისთვის ასეთ ორგანიზაციის პოვნა მნიშვნელოვანია. ბევრ ადგილას მიმუშავია, სადაც ყველაფერი ასე დალალებული იყო.
საქართველოს ძალიან კარგი კალათბურთელები ჰყავს. ამ გუნდს, იგორ კოკოშკოვის სახით, კარგი მწვრთნელი თავკაცობდა. მიხარია, რომ ასეთ გუნდთან ვიმუშებ.
ჩვენი მიზანი ევრობასკეტზე გასვლაა. ვიცით, რომ ნაკრები კლუბი არაა, აქ მთავარი ქვეყნისადმი სულისკვეთება და დაუღალავი მუშაობაა.
მოსამზადებელ ეტაპს ივლისის დასაწყისში ვიწყებთ. ვფიქრობ, საკამრისი დრო გვექნება, რათა გუნდი და მისი სათამაშო ფილოსოფია შევკრათ.
შემდეგ თვეში აქ მეტი დროის გატარებას ვაპირებ, რათა უკეთესი შემადგენლოპბა მოვიძიო.
მადლობა ფედერაცია მხარდაჭერისთვის. მჯერა და, ვიმედოვნებ, ევროპის ჩემპიონატზე გავალთ“.
გუნდის სათამაშო სტილის შესახებ:
„კალათბურთი მთელ მსოფლიოში ერთია. ჩემს გუნდებში ის მომწონს, რომ ისინი დასაწყისში კარგად გამოდიან და დაცვაშიც საიმედოდ მოქმედებენ. მოსაგებად დაცვაში კარგი თამაში ძალიან საჭიროა. შესაძლოა, თავდასხმაში კარგად ითამაშოთ, მაგრამ დაცვის მყარად გამოსვლის შემდეგ შედეგიც მოვა“.
ნატურალიზირებული კალათბურთელის შესახებ:
„უცხოელი კალათბურთელი ყველა ევროპულ წამყვან გუნდს ჰყავს. თუ ასეთ მოთამაშეს არ აიყვან, მაშინ ძლიერი გუნდი უნდა გყავდეს, რომელიც ბევრ სამუშაოსაც საჭიროებს. თუ ვიპოვით მოთამაშეს, რომელიც რაიმე ახალს შემოგვთავაზებს, მას აუცილებლად დავიმატებთ.
ნიკოლოზ ცქიტიშვილის შესახებ:
„ამ კალათბურთელის შესახებ ვიცი, თუმცა კონკრეტული სახელების თქმა არაკორექტულია, რადგან შანსი ყველას უნდა მივცეთ“
სამწვრთნელო შტაბი:
„ამ თემას მოგვიანებით განვიხილავთ. სალაპარაკო გვაქვს ფდა გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მივიღებთ.
მიზნები:
„ბოლო წლებში საქართველოს ნაკრები განვითარდა და ევრობასკეტის თვალსაჩინო გუნდად ჩამოყალიბდა. იმედია, ასეთი გზით განვითარებას გავაგრძელებთ. ჩვენი მიზანი წინსვლაა“.
სუპერლიგის მატჩებზე ვიზიტის შესახებ:
„მოთამაშეების შესაფასებლად სუპერლიგასაც დავესწარი. ლიგის დონე აიწევა, თუ ფედერაცია ასე ორგანიზებულად იმუშავებს. ძალიან დაძაბულ მატჩები და შეკრული გუნდები ვიხილე. ასეთი მუშაობა შედეგს მოიტანს. თუ კალათბურთელი ვითარდება, ვითარდება გუნდიც, ლიგაც და ა.შ. თვითკრიტიკა და ყოველდღიური მუშაობა წინსვლას მოგვცემს“.