კატალონიური “ბარსელონას” ყოფილი დირექტორი, ანდონი სუბისარეტა ანალოგიურ პოსტზე მუშაობას ფრანგულ “მარსელში” გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ სუბისარეტა კარიერის ადრეულ ხანებში მეკარის პოზიციაზეც თამაშობდა, თანაც ძალიან კარგად. ლეგენდარულმა კარის დარაჯმა “ბარსელონაში” 300-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, რითიც სამუდამოდ ჩაეწერა კლუბის ისტორიაში, თუმცა ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა მისი კლუბიდან წასვლა განაპირობა.
აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ დღეს “მარსელმა” ახალი თავკაციც წარგვიდგინა რუდი გარსიას სახით. არსებობს იმის შანსიც, რომ “მარსელში” “მონაკოს” სპორტული დირექტორი, ლუის კამპუშიც აღმოჩნდეს.