ლაპორტა: “ბარსელონაში” არიან ადამიანები, რომელთაც მესის წასვლა სურთ”

ჟოან ლაპორტამ “ბარსელონას” ამჟამინდელი ხელმძღვანელობა უმოქმედებაში დაადანაშაულა (მესის საქმესთან დაკავშირებით) და განაცხადა, რომ ხოსეპ ბართომეუს შტაბში არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთაც უნდათ, რომ მესიმ გუნდი დატოვოს.

“ბარსელონაში” არიან ადამიანები, რომელთაც სურთ, რომ მესიმ კლუბი დატოვოს.” – განაუცხადა ლაპორტამ კატალონიურ რადიოს.

“პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ყველასათვის ნათელია, რომ მესი საკუთარ გადასახადებს პატიოსნად იხდის.

ჩემთვის, “ბარსა” კლუბზე მეტია, რომლის სათავეში დგომის პატივიც მქონდა.

ჩემმა სისტემამ იმუშავა, კლუბი აღიარეს და შეიყვარეს. საუბედუროდ, ბოლო დროს რაღაცეები შეიცვალა.”

“ბარსას” ყოფილმა პრეზიდენტმა კრიშტიანო რონალდო მასხრად აიგდო

როცა ლეო მესიმ პენალტი ლუის სუარესთან გაითამაშა, რონალდოს ეს სულაც არ გაოცებულა, მეტიც მან განაცხადა: “მე ვიცი რატომ გაითამაშა ლეომ პენალტი. მეტის თქმას არ ვაპირებ.”

თუმცა “მალაგასთან” პენალტის გაფუჭების შემდგომ, ეს სიტყვები მის საწინააღმდეგოდ შებრუნდა. “ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში რონალდოს “მემე” გამოაქვეყნა:

Sabeu per què el Xavier Sala-i-Martín ha piulat aquesta foto? 🙂 🙂 🙂

Posted by Joan Laporta on Sunday, February 21, 2016

“მე ვიცი რატომაც ავაცილე პენალტი, თუმცა არ გეტყვით !” – ასეთი ფრაზაა დატანილი ფოტოზე.