2017/18 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა “ატლეტიკოს” ახალ სტადიონზე გაიმართოს

მადრიდული “ატლეტიკოს” პრეზიდენტს, ენრიკე სერეზოს ძალიან უნდა, რომ 2018 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს კლუბის ახალმა სტადიონმა უმასპინძლოს.

სტადიონი 2017 წლის ზაფხულისთვის უნდა იყოს მზად, შედეგად “როხიბლანკოს” მატჩებს არა 55,000, არამედ 70,000 მაყურებელი დაესწრება.

“დიდი იმედი მაქვს, რომ სტადიონის გახსნის პირველივე წელს, ჩვენ ჩემპიონთა ლიგისა და კოპა დელ რეის ფინალს ვუმასპინძლებთ. ამ სტადიონზე თამაში თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა.”