არაბეთის გაერთიანებული საამიროები – საქართველო 1-1

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დუბაიში საწვრთნელი შეკრება დაასრულა. ლევან ბაჯელიძის გუნდმა 27 თებერვალს მეორე ამხანაგური მატჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან გამართა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში ლელა ჭიჭინაძემ მე-13 წუთზე გახსნა. მასპინძლებმა 23-ე წუთზე ფალეჰის გოლით წონასწორობა აღადგინეს და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. დუბაიში ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა საქართველოს ქალთა ნაკრებმა 3:0 მოიგო. ქართული მხარე მაისში არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალთა ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს. ამ გუნდებს შორის ორი ამხანაგური მატჩი დედაქალაქში გაიმართება. მომდევნო ოფიციალურ თამაში კი, ქართველი გოგონების მონაწილეობით ევრო 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, 12 აპრილს სტუმრად ჩეხეთის ნაკრებთან შედგება.

არაბეთის გაერთიანებული საამიროები – საქართველო 1-1
დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელი ცენტრი

საქართველო: ნადირაშვილი, ზაქაიძე, სხირტლაძე, ტატუაშვილი, კოჭლამაზაშვილი, თოდაძე, პასიკაშვილი, დანელია (75’ გორგაძე), ჩემინავა, ბაქრაძე, ჭიჭინაძე

მთ. მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

გოლები: 0-1 ჭიჭინაძე (13), 1-1 ფალეჰი (23)

სფფ-ის პრესსამსახური