“ლივერპულის” თავდამსხმელმა რობერტო ფირმინომ შობის დღესასწაულზე უსიამოვნო საჩუქარი მიიღო. ბრაზილიელი ფეხბურთელი გაძარცვეს.
თავდამსხმელებმა შობის დღესასწაულამდე დიდი ხნით ადრე დაიწყეს თვალთვალი და ფირმინოს საცხოვრებელი ბინის შესწავლა. ფეხბურთელმა ოჯახთან ერთად საშობაო შვებულებაზე სახლი დატოვა და მძარცველებმაც ისარგებლეს.
ნიღბიანმა პირებმა ფირმინოს საცხოვრებელი ბინიდან საათები, ტანსაცმელი და სამკაულები მოიპარეს, რომლის საერთო ღირებულებაც 70 ათას ფუნტ სტერლინგს აღემატება.
ამ ინციდენტის შემდეგ რობერტო ფირმინო უსაფრთხოების მიზნით ოჯახთან ერთად დროებით სასტუმროში გადაბარგდა.