“კავანისთვის უმჯობესი იქნება თუ გვარდიოლასთან ითანამშრომლებს”

ურუგვაის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, ხორხე ფოსატიმ ედინსონ კავანიზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად “პარის სენ-ჟერმენის” ღირსებას იცავს და აღნიშნა, რომ კავანი პარიზში თავისი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენას ვერ ახერხებს.

“კავანიმ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე უნდა ითამაშოს. პარიზში ის ვინგერად გვევლინება და ზოგჯერ ნახევარდაცვაშიც უწევს თამაში. მესმის, რომ ისინი ზლატანის ფაქტორსაც ითვალისწინებენ.

გვარდიოლა კი 2-3 თავდამსხმელს იყენებს, ამიტომაც უკეთესი იქნება თუ კავანი მასთან ითანამშრომლებს.” – განაცხადა ფოსატიმ.

ურუგვაის ყოფილმა თავკაცმა დიეგო ფორლანის შემთხვევაც გაიხსენა:”ფორლანი “მანჩესტერში” ძალიან ცოტა სათამაშო დროს იღებდა, ამიტომაც მისი სკამზე დასმა მიწევდა. “ვილიარეალში” გადასვლის შემდგომ კი ყველაფერი შეიცვალა.”