Goal-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველის, ილკაი გიუნდოგანისთვის ბრძოლაში “მანჩესტერ სიტი” დაწინაურდა.
პრემიერ ლიგაში მოთამაშე კლუბმა 25 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ტურინული “იუვენტუსი” და კატალონიური “ბარსელონა” დაჯაბნა.
წყაროს ცნობით, ორშაბათს “სიტის” სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი ილჰან გიუნდოგანთან, ილკაის ბიძასთან და ამავდროულად აგენტთან დააფიქსირეს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ გერმანელმა ფოტოგრაფებმა ბეგირისტაინისა და პეპ გვარდიოლას ფარული შეხვედრის ფოტოებიც დააფიქსირეს. რაც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ილკაი “სიტიში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.