“გრანადას” ნახევარმცველს, ხავი მარკესს ახლახან ვაჟი შეეძინა – აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელმა საკუთარ შვილს უჩვეულო სახელი დაარქვა, რომელიც მადრიდის “რეალის” ერთ-ერთმა ფეხბურთელმა შთააგონა.
ეს სასიხარულო ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია ისიც, რომ მარკესმა საკუთარ შვილს მოდრიჩი დაარქვა, ხორვატი ლუკა მოდრიჩის პატივსაცემად.
Felicidades también a Javi Márquez por su hijo Modric que hoy ha venido al mundo ¡Enhorabuena papá!
— Granada C.F. (@GranadaCdeF) March 10, 2016
კლუბის მიერ დამატებულ ტვიტში ვკითხილობთ: ” ხავი მარკესს ვულოცავთ ვაჟის, მოდრიჩის შეძენას, რომელიც ქვეყანას დღეს მოევლინა! გილოცავთ მამიკო!”.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხავი მარკესი ბარსელონაშია დაბადებული.