საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სლოვაკი ვლადიმირ ვაისი გაწვრთნის. JAKO FM-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 51 წლის სპეციალისტი უკვე თბილისშია და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანებლობას შეხვდა.
ვაისმა სამწვრთნელო კარიერა 1998 წელს სლოვაკურ “პეტრჟალკაში” დაიწყო, 2006 წელს მოსკოვის “სატურნი” ჩაიბარა, 2007 წელს კი ისევ “პეტრჟალკაში” დაბრუნდა.
ვაისი 2008 წელს სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა, რომელიც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ათამაშა. 2011 წელს “სლოვანში” მივიდა, ერთ წლის შემდეგ კი ყაზახურ “ქაირათში” დაიწყო მუშაობა, რომელიც გასული წლის ნოემბერში დატოვა.
ლევან კობიაშვილი “ჯვაროსანთა” ახალ თავკაცს ხვალ წარადგენს.