ფროინდი: “ევროპა ლიგაზე უარის თქმა “სპურსს” შესაძლოა ძვირად დაუჯდეს”

მაურისიო პოჩეტინო, რომელმაც “ბორუსიასთან” გამართულ მატჩში “ტოტენჰემის” ლიდერების დასვენება გადაწყვიტა, კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა, შტეფან ფროინდმა გააკრიტიკა.

“ევროპა ლიგასთან ასეთი დამოკიდებულების ქონა არასწორია. იტალია რეიტინგში ქულებს აგროვებს, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთ ადგილს მიიღებენ. ინგლისელები კი ამით წაგებულები გამოვლენ.

მომავალში შესაძლოა “ტოტენჰემმა” მეოთხე ადგილზე გასვლის შემდეგ ევროპა ლიგაზე ითამაშოს და არა ჩემპიონთა ლიგაზე. ევროპული სარბიელის მეოთხედფინალში იტალიელებს გასულ წელს 3 გუნდი ჰყავდათ. მათ სხვაობა საკმაოდ შეამცირეს.

არ მინდა ნეგატიურად ვიყო განწყობილი მაგრამ ძალიან მწყინს ის ფაქტი, რომ “ტოტენჰემს” “ბორუსიასთან” მოუნდა როტაციის გამოყენება. ბუნებრივია, რომ ასეთ დროს მათ შანსი არ აქვთ.” – განაცხადა ფროინდმა.