მადრიდის “რეალი” შესაძლოა, ესპანეთის თასის 2015-16 წლების გათამაშებიდან მოკვეთონ.
საქმე იმაში გახლავთ, რომ მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “კადისის” წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში (3:1) “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში რუსმა ნახევარმცველმა დენის ჩერიშევმა ითამაშა, რომელსაც გასული წლის გათამაშებიდან დისკვალიფიკაცია ჰქონდა გადმოყოლილი და “კადისთან” თამაში არ შეეძლო. ჩერიშევმა სამი ყვითელი ბარათი 2014-15 წლების სეზონში მიიღო, როდესაც “ვილიარეალის” ღირსებას იცავდა. თუ “კადისი” ამის გამო დაიჩივლებს, “რეალს” ტურნირიდან მოხსნიან.
აღსანიშნავია, რომ “კადისთან” გამართული მატჩის მე-3 წუთზე ანგარიში სწორედ დენის ჩერიშევმა გახსნა.
ანალოგიური შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა. მაშინ “ოსასუნას” “მირანდესთან” დაპირისპირებაში ტექნიკური მარცხი ჩაუთვალეს.