TOP 10: საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებიც ჩემპიონატიდან დაქვეითდნენ

ჩამოქვეითება – ყველაზე საშიში და უსიამოვნო რამ ფეხბურთში. არაფერი შეედრება იმ სირცხვილს, რომელსა კლუბი და ფეხბურთელი განიცდის ამ დროს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მიზნები გაცილებით უფრო დიდი იყო.

საუბარი არ არის ვეტერანებზე. ამ 10 ფეხბურთელს ჩამოქვეითების ჟამს საკუთარი გუნდის გვერდში დგომა სწორედ მაშინ მოუწია, როცა კარიერის საუკეთესო მომენტში ან უბრალოდ კარგ ფორმაში იყვნენ.

66453.3

1. ფრანკო ბარეზი (მილანი)

ამ ფეხბურთელმა ჩამოქვეითების სიმწარე არა ერთხელ, არამედ ორჯერ იგემა “მილანთან” ერთად 80-იან წლებში. პირველად ის 1980 წელს ჩამოქვეითდა, როცა “როსონერის” მატჩების გაყიდვაში დასდეს ბრალი, შემდეგ ჯერზე კი ყველაფერი სპორტული სამართლიანობით მოხდა (1982). მაგრამ ბარეზიმ მაინც მიაღწია მწვერვალს იტალიურ გრანდთან ერთად – 5 სერია ას ტიტული, 3 ევროპის თასი. არც ისე ცუდია.

66453.3

2. როი კინი (ნოტინგემ ფორესტი)

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს როი კინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ინგლისში, მასაც მოუწია ქვედა ლიგაში გადასვლა (1993). თუმცა ამ ყველაფერმა სწორედ მის წისქვილზე დაასხა წყალი, რამეთუ შემდგომში ის “მანჩესტერ იუნაიტედს” გადაეცა იმ დროისთვის სარეკორდო თანხად, 3.75 მილიონ ფუნტად.

66453.3

3. გაბრიელ ბატისტუტა (ფიორენტინა)

არგენტინელმა თავდამსხმელმა, გაბრიელ ბატისტუტამ ამ სირცხვილის გემო 1993 წელს იგება “ფიორენტინასთან” ერთად, თუმცა შემდეგში მის მიერ გატანილი 16 გოლი რანიერის დაეხმარა “ფიორენტინას” სერია ა-ში დაბრუნებასი. იტალიაში მის მიერ ჩატარებული პირველი სეზონი გასაოცარი იყო, მან 26 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

66453.3

4. გიორგი ქინქლაძე (მან. სიტი)

ჩამონათვალში მოხვდა გიორგი ქინქლაძეც, რომლის ერთგულების გამოც “მანჩესტერ სიტის” ფანების უმეტესუბა სწორედ მას თვლის კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად. ქინქლაძე 1996 წელს ჩამოქვეითდა, თუმცა განსაკუთრებულმა ქართველმა გუნდს არ უღალატა და 1998 წლამდე დარჩა, მანამ სანამ “აიაქსში” არ გადაბარგდებოდა.

66453.3

5. ჟუნინიო პაულისტა (მიდლსბრო)

1996/97 წლების სეზონში წარუმატებელი ასპარეზობის დასასრულს ჟუნინიო ცრემლებად იღვრებოდა. მან კლუბი დატოვა და “ატლეტიკოში” გადაბარგდა, თუმცა მალე მაინც დაბრუნდა და კლუბის ისტორიაში ლეგენდის სტატუსიც დამსახურებულად მოიპოვა.

66453.3

6. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მალმე)

ზლატანმა პროფესიონალურ ფეხბურთელად გახდომა “მალმესთან” ერთად ჩამოქვეითებით აღნიშნა. რასაც მოყვა “არსენალის” ინტერესი მისდამი და არსენ ვენგერის ცხვირ წინ მოჯახუნებული კარი.

66453.3

7. პაულო დი კანიო (ვესტ ჰემი)

2003 წელს პრემიერ ლიგას ახალგაზრდა ვასრკვლავებით დაკომპლექტებული “ვესტ ჰემი” გამოემშვიდობა. “ჩაქუჩების” რიგებში იმ დროს ირიცხებოდნენ: მაიკლ კერიკი, დეფო, კოული და ლი ბოუიერი. თუმცა მათი ნამვილი ვარსკვლავი დი კანიო იყო. გავარდნის შემდგომ დი კანიომ კლუბი დატოვა. მან “ჩარლტონში” გააგრძელა კარიერა.

89d39f42-dfe1-4292-93a3-f977b885318b

8. ალესანდრო დელ პიერო (იუვენტუსი)

მატჩების გაყიდვის სკანდალში “იუვე” 2006 წელს გაება, მაშინ როცა მათ რიგებში ალესანდრო დელ პიერო ასპარეზობდა. დელ პიერო ღირსეულად კაპიტნობდა “ბებერ ქალბატონს” სერია ბ-შიც, სადაც მან ერთ სეზონში 20 გოლის გატანა მოახერხა.

89d39f42-dfe1-4292-93a3-f977b885318b

9. ლუკაშ პოდოლსკი (კიოლნი)

პოდოლსკის გერმანულ “კიოლნი” ძალიან უყვარს, იმდენად რომ კლუბის დატოვება მაშინაც არ უფიქრია, როცა 2004 წელს მისი კლუბი ბუნდესლიგიდან გავარდა. ის იმ დროს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნეოდა გერმანიაში.

89d39f42-dfe1-4292-93a3-f977b885318b

10. მარკოს სენა (ვილიარეალი)

სენამ ევრო-2008 წლის ტურნირის მოგებაში უდიდესი როლი ითამაშა, ის ესპანეთის ეროვნული ნაკრების ლიდერი იყო, თუმცა დაუფასებელი. 2012 წელს მისი “ვილიარეალი” ლა ლიგიდან გავარდა, თუმცა მას კლუბი არ მიუტოვებია და კლუბს ესპანეთის საუკეთესო ჩემპიონატში დაბრუნებაში დაეხმარა.