კოკლინი: “ლაკაზეტს არავისთან შედარება არ სჭრიდება -მას საკუთარი სტილი აქვს”

ლონდონის “არსენალის” ახალწვეულებს ხშირად ადარებენ მის ლეგენდებს. ერთ-ერთი ასეთი ალექსანდრ ლაკაზეტია, რომელზეც ამბობენ, რომ იგი ძალიან ჰგავს იან რაიტს (1991-1998 წლებში თამაშობდა “არსენალში”).

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელმა, ფრანსის კოკლინმა ლაკაზეტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას განსაკუთრებული სტილი აქვს და არავისთან შედარება არ სჭირდება.

“რთულია, რომ ალექსანდრი ვინმეს შეადარო. ზოგადად, არ მიყვარს, როცა ფეხბურთელებს ერთმანეთს ამსგავსებენ. ყველა ინდივიდუალურია და ნებისმიერს გამოარჩევს რაღაც სხვისგან. ლაკაზეტი ახლა 26 წლისაა და დაამტკიცა, რომ მას ბევრი პლუსი გააჩნია. მას გააქვს უამრავი გოლი და შეუძლია, რომ სახელი დაიმკვიდროს თავისი მიღწევებით და არა სხვასთან შედარებით.”

“ხშირად მას იან რაიტს ამსგავსებენ. თუ, ხალხი ასე ფიქრობს, კარგი. მაგრამ მას თავისი სტილი აქვს. ლაკაზეტმა გასულ სეზონში ჩატარებულ 45 მატჩში 37 გოლი გაიტანა. ეს ფანტასტიკური შედეგია. იმედი მაქვს, ფრანგი “არსენალშიც” დაამტკიცებს საკუთარ შესაძლებლობებს,” – განაცხადა კოკლინმა.

ლაკაზეტი “არსენალში” ითამაშებს

ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით მომავალ სეზონში ალექსანდრ ლაკაზეტი ლონდონის “არსენალში” ითამაშებს.

ცნობილი გახდა, რომ ფრანგი თავდამსხმელი უკვე ჩავიდა ლონდონში. იგი, სავარაუდოდ,ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ხელშეკრულების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ლაკაზეტში “მეთოფეებმი” 46 მილიონ ფუნტს გადაიხდიან.

წინა სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა ლიონის “ოლიმპიკის” მაისურით 45 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 24 ივნისი


ბაკაიოკომ “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს

Evening Standard-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, “მონაკოს” ვარსკვლავი, ბაკაიოკო ლონდონის “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას გაივლის.

გავრცელებული ინფორმაციის ცნობით, “არისტოკრატები” ბაკაიოკოს 5-წლიან კონტრაქტს, “მონაკოს” კი 35.1 მილიონ ფუნტს სთავაზობენ ამ ტრანსფერის სანაცვლოდ. ბაკაიოკოს მოსვლა კი, სავარაუდოდ ნემანია მატიჩის “მანჩესტერ იუნაიტედში” წასვლას ნიშნავს.


“პსჟ” აგუეროს ტრანსფერში 60 მილიონს იხდის

“პარი სენ-ჟერმენი” მზადაა, 60 მილიონი ფუნტი შესთავაზოს “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელებს სერხიო აგუეროს ტრანსფერის სანაცვლოდ. ამ ინფორმაციას ბრიტანული The Times ავრცელებს.

როგორც იცით, ჩავარდნილი სეზონის შემდეგ, ლიგა 1-ის გრანდი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს გუნდის გასაძლიერებლად და მომავალ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონობასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვისაც იბრძოლოს.


“მანჩესტერ იუნაიტედი” რენატუ სანჩესს უახლოვდება

The Sun-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები პორტუგალიელი ვარსკვლავის, რენატუ სანჩესის ტრანსფერს კიდევ ერტი ნაბიჯით მიუახლოვდნენ.

როგორც იცით, ბავარიელებმა ახლახან დაიმატეს კორენტინ ტოლისო “ლიონიდან”, თანაც საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ, რაც დიდი ალბათობით, რენატუ სანჩესს სათამაშო დროს შეუმცირებს, პორტუგალიელს კი ეს ნამდვილად არ მოსწონს.

ჟოზე მოურინიო თანამემამულის დამატებას 23 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ აპირებს.


ვერატი პარიზულ გრანდს ულტიმატუმს უყენებს

“პარი სენ-ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველი, მარკო ვერატი კლუბის ხელმძღვანელებს ულტიმატუმს უყენებს – ის დიდ ტრანსფერებს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გუნდის დატოვებით იმუქრება.

“გადაწყვეტილი არაფერია, მინდა ვნახო, შეძლებს თუ არა “პსჟ” ძლიერი გუნდის შეკვრას. ისინი ყოველ წელს ერთსა და იმავეს გვპირდებიან, მაგრამ შედეგი არ ჩანს,” – აცხადებს “ბარსელონას” სამიზნე.


“არსენალი” ლაკაზეტის სანაცვლოდ 44 მილიონს იხდის

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა ფრანგულ “ლიონთან” ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყეს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Guardian ადასტურებს.

ლონდონელები მზად არიან ფრანგი თავდამსხმელის სანაცვლოდ 44 მილიონი ფუნტი გადაუხადონ “ლიონს”.

ლაკაზეტი: “ჩემპიონთა ლიგა ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი არაა”

ალქესანდრ ლაკაზეტიმ უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ მას ლიონის “ოლიმპიკის” დატოვება და შედარებით მაღალ დონეზე თამაში სურს. მისი თქმით, იგი მადრიდის “ატლეტიკოში” გადასვლას არ გამორიცხავდა. თუმცა, მოგეხსნეებათ, ამ კლუბს სატრანფსერო ბანი აქვს და ფეხბურთელების შეძენა მხოლოდ 2018 წლის იანვრიდან შეუძლია. ასევე, ფრანგის შეძენა “არსენალს” სურს.

დღეს ლაკაზეტიმ განაცხადა, რომ ჩეპიონთა ლიგაზე თამაში მთავარი პრიორიტეტი არაა.

“იმის გამო არ ვიტყვი რომელიმე გუნდში თამაშზე უარს, რომ ის ჩემპიონთა ლიგაზე არ ითამაშებს. მთავარი პრიორიტეტი ის იქნება, რა როლს შევასრულებ კონკრეტულად მე ახალ გუნდში. თუ კლუბში ბევრი ფეხბურთელი არ იქნება, შესაბამისად, არც სკამზე ჯდომა მომიწევს და მოედანზე ხშირად გავალ.”

“პრემიერ ლიგა საინტერესოა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე იქ მივდივარ. არ იმას ნიშნავს, რომ არ მივდივარ. ყველაფერი უახლოეს მომავალში გადაწყდება,” – განაცხადა ფრანგმა.

ლაკაზეტი ადასტურებს: “ზაფხულში “ოლიმპიკს” დავტოვებ”

ალექსანდრ ლაკაზეტმა დაადასტურა, რომ იგი მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ლიონის “ოლიმპიკს” დატოვებს.

“ვფიქრობ, ახლა ამისთვის შესანიშნავი დროა. ძალიან მინდა, ახალ დონეზე ვითამაშო. მსურს, უფრო დიდი გამოწვევები მივიღო. კარგად ვიცი, რომ ევროპაში ძალიან ცნობილი არ ვარ. ახლა კი, ვეცდები, ხალხს ჩემი კარგი თამაშით, პროგრესით თავი დავამახსოვორო.”

ლაკაზეტიმ მასსა და “ატლეტიკოს” შორის კავშირი დაადასტურა. თუმცა, ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ ჯერ არაფერი გადაუწყვიტავს.

“ატლეტიკო” არის ის კლუბი, რომელიც ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგის ბოლო ეტაპებზე გასვლას მუდმივად ახერხებს. მას მშვენიერი დრო უდგას. ჰყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები, რომლებიც მუდამ პროგრესირებენ. ეს გუნდი მომავალი სეზონიდან ახალ მოედანზე ითამაშებს. და მათ ჰყავთ ანტუან გრიზმანი, რომელიც ჩემი თანამემამულეა. შესაძლოა, რამდენიმე თვეში სწორედ ამ გუნდში წავიდე. თუმცა, შესაძლოა, არჩევანი სულ სხვაზე გავაკეთო,” – განაცხადა 25 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, რომ ლაკაზეტი “ოლიმპიკის” მთავარ კჯლუბში 2009 წლიდან გამოდის. მან ამ სეზონში შიდა ჩემპიონატის 29 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა.

იურგენის სამიზნეთა სიის სათავეში ბერაჰინო და ლაკაზეტი იმყოფებიან

საიდო ბერაჰინო და ალექსანდრე ლაკაზეტი იურგენ კლოპის სამიზნეთა სიაში პირველ პოზიციებს იკავებენ. აღნიშნულ ინფორმაციას Fichajes.net გვატყობინებს.

როგორც იცით, ბოლო დროს “წითლები” არაერთ უცხოელ თავდამსხმელს დაუკავშირეს, მათ შორის ბილბაოს “ატლეტიკის” ინაკი უილიამსსაც, რომლის ესპანეთიდან წასვლის შანსებიც საკმაოდ დიდია.

იმ შემთხვევაში, თუ მერსესაიდელები 22 წლის ინაკისთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, კლოპი “ლიონის” თავდამსხმელზე, ლაკაზეტზე გადაერთვება, რომელმაც ლიგა 1-ის 10 მატჩში ამავე რაოდენობის გოლების გატანა მოახერხა.

მსგავსად ლაკაზეტისა, ბერაჰინოსაც საკმაოდ ჰყავს მთხოვნელები, თუმცა იურგენის “ლივერპულში” გადასვლაზე მათ უარის თქმა ნამდვილად გაუჭირდებათ.

“ოლიმპიკის” პრეზიდენტი:”არსენ ვენგერმა ლაკაზეტის თაობაზე…”

ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ ლონდონის “არსენალის” თავკაცი, არსენ ვენგერი სერიოზულად იყო დაინტერესებული ლიონის “ოლიმპიკის” შემტევის, ალექსანდრ ლაკაზეტის შეძენით.

ამ საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა ფრაგული კლუბის პრეზიდენტმა, აულასმა და განაცხადა, რომ ზემოთ ნახსენები ინფორმაცია ჭორია:“ევროპის ჩემპიონატზე” საფრანგეთის ნაკრების თამაშებს დავესწარი და არსენ ვენგერიც ვნახე, მაგრამ მას ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ალექსანდრის ტრანსფერი თაობაზე. ის ინფორმაცია, რომ ლაკაზეტი შესაძლებელია, “მეთოფეებს” შეუერთდეს, ჭორია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, “არსენალისგან” არანაირი შემოთავაზება არ მიგვიღია. ალექსს გუნდში დარჩენა და “ოლიმპიკისთვის” გამარჯვებების მოტანა სურს.”

 

“ლიონი” ლაკაზეტის “პარის სენ-ჟერმენისთვის” მიყიდვას აპირებს

“ლიონის” პრეზიდენტი, ჟან-მიშელ ოლასი მზად არის მიყიდოს გუნდის ლიდერი, ალექსანდრე ლაკაზეტი მათ მეტოქეებს. თუმცა ამისათვის “პარის სენ-ჟერმენს” საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევს.

“თუ 28 აგვისტოს ჩვენ მივიღებთ 80 მილიონიან წინადადებას, მას არ გავუშვებთ. თუმცა,თუ იმ დღეებში ისინი მოვლენ ისეთი წინადადებით, რომელზეც უარს ვერ ვიტყვი, მაშინ ეს შესაძლებელია.

“თუ პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდათ, მათ ლაკაზეტი აუცილებლად დაჭირდებათ. მე მის გაყიდვაზე უარს არ ვიტყვი. უბრალოდ მათ გაცილებით უფრო მეტის გადახდა მოუწევთ, ვიდრე ისინი აპირებენ.”

მაურისიო პოჩეტინო “სან პაულოს” ფორვარდით არის მოხიბლული

“ტოტენჰემის” მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს არგენტინელი ფორვარდის, ჯონათან კალერის გადაბირება სურს. მაურისიომ უკვე მიმართა თხოვნით “მამლების” ხელმძღვანელობას.

Sunday People-ს ცნობით, “ბოკა ხუნიორსის” ყოფილი ფეხბურთელი ტურინული “იუვნეტუსისა” და მილანური “ინტერის” ინტერესთა სფეროშიც არის მოქცეული.

პოჩეტინო პრემიერ ლიგის ტიტულისთვის მებრძოლი გუნდის შეტევის ხაზის გადახალისებას აპირებს. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ ლონდონელებმა ლაკაზეტიც მოიწვიეს.