ნ’გოლო კანტემ 2015/2016 წლების სეზონი საოცრად ჩაატარა და “ლესტერთან” ერთად ჩემპიონიც გახდა. ამის შემდეგ, ფრანგი 30 მილიონ ფუნტად “ჩელსიში” გადავიდა და იქაც დაეუფლა პრემიერ ლიგის ტიტულს.
ნახევარმცველმა ჟურნალისტებთან წინა ზაფხულში მისით დაინტერესებულ გუნდებზე ისაუბრა და საკუთარი არჩევანი გაამართლა.
“ლესტერში” კარგი სეზონის შემდგე რამდენიმე გრანდს უნდოდა, რომ მათი ფორმა მომერგო. მათ შორის იყო “პსჟ”, რომელიც მშვენიერ პირობებს მთავაზობდა. თუმცა, არჩევანი “ჩელსიზე” გავაკეთე. ეს მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორს ვესაუბრე. მათ გუნდის მიზნების რეალობაში დამარწმუნეს. ერთ მიზანს “ჩელსისთან” ერთად უკვე მივაღწიე. ასე რომ, ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ,” – აცხადებს ნ’გოლო.