“სიტი” მზადაა ლაპორტეს გამოსყიდვისთვის საჭირო თანხა გადაიხადოს

თუ ესპანურ გამოცემა Marca-ს დავუჯერებთ, ინგლისური “მანჩესტერ სიტი” კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ბილბაოს” ატლეტიკის” მცველს, აიმერიკ ლაპორტეს.

წყაროს ცნობით, მანჩესტერელები მზად არიან ესპანელი ფეხბურთელის გამოსყიდისთვის საჭირო თანხა გადაიხადონ, რომელიც დაახლოებით 50 მილიონ ევროს უდრის.

როგორც იცით, “მანჩესტერ სიტის” მომავალი თავკაცი, პეპ გვარდიოლა უკვე შეხვდა “ქალაქელთა” ხელმძღვანელებს და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ესპანური ჟურნალის ინფორმაციით, სწორედ ლაპორტე იქნება პეპის პირველი შენაძენი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლაპორტეს საკუთარი გუნდისთვისაც სურს სარგებლის მოტანა, ამიტომაც 50 მილიონზე ნაკლები თანხის შემოთავაზების შემთხვევაში ის უარის თქმას აპირებს. ლაპორტეს კონტრაქტი “ატლეტიკთან” 2019 წელს იწურება.