ვლაჰოვიჩის სახლთან პოლიციაა მობილიზებული

“ფიორენტინას” თავდამსხმელ დუშან ვლაჰოვიჩის საცხოვრებელ სახლთან ფლორენციის პოლიცია მობილიზდა. ამის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც “ვიოლას” ტიფოზები სერბ ფეხბურთელს ფიზიკური დაპირისპირებით დაემუქრნენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 21 წლის ფორვარდი კარიერას ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს, რამაც “ფიორენტინას” ფანების აღშფოთება გამოიწვია. “ვიოლას” ქომაგებმა ფლორენციული კლუბის სტადიონთან ბანერები გამოფინეს, რომელზეც ვლაჰოვიჩის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი გზავნილებია გამოყენებული.

თავად დუშან ვლაჰოვიჩს მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში საჩივარი არ შეუტანია, თუმცა სამართალდამცავმა ორგანომ უსაფრთხოების მიზნით ფეხბურთელის სახლთან პატრულირება მაინც გადაწყვიტა.

“პარის სენ-ჟერმენი” ‘მომდევნო იბრაჰიმოვიჩს’ აკვირდება

“პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობა ბელგრადული “პარტიზანის” 16 წლის თავდამსხმელს, დუშან ვლაჰოვიჩს აკვირდება, რომელიც ‘მომდევნო ზლატან იბრაჰიმოვიჩად’ მონათლეს.

France Football გვამცნობს, რომ პარიზულმა გრანდმა უკვე გაგზავნა სკაუტები იუგოსლავიელი თავდამსხმელის თამაშის საყურებლად, რომელიც “პარტიზანის” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვლაჰოვიჩით, რომლის დებიუტიც თებერვალში შედგა, “არსენალი” და “მანჩესტერ სიტია” დაინტერესებული.