რონალდო ნეპალელებს დაეხმარა

მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარა.

პორტუგალიელმა სოციალური ქსელით მოუწოდა ყველას, რომ გულისხმიერება გამოიჩინონ მათზე, ვინც მიწისძვრამ დააზარალა. კრიშტიანუმ 7 მილიონი ევრო გადარიცხა(წლიური შემოსავლის 10%).

მიწისძვრამ შვიდი ათასი ადამიანი დააზარალა, 14000 დაშავდა. ორი ათასზე მეტი საცხოვრებელი დაინგრა, ოთხი ათასი კი რემონტს საჭიროებს.

ბრაზილიის ნაკრების 15 წლის გულშემატკივარმა თავი მოიკლა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 15 წლის ნეპალელმა გულშემატკივარმა პრაგია ტაპამ გერმანიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ თავი მოიკლა.

“მას ძალიან უნდოდა, რომ ბრაზილიის ნაკრები მუნდიალის ფინალში გასულიყო, მაგრამ გერმანელებმა ბრაზილიელების დამარცხება მოახერხეს. ამის შემდეგ, რამდენიმე მეგობარმა გოგონას დაცინვა დაუწყო. სამწუხაროდ, მან თავი ჩამოიხრჩო”, – ამბობს პოლიციის ოფიცერი.

პრაგია ნეპალის დედაქალაქ კატმანდუდან დაახლოებით 400 კილომეტრის მოშორებით, დედასთან, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა.

გოგონა თავის ოთახში დედამისმა იპოვა.

ცენტრიდან გატანილი ულამაზესი გოლი ნეპალში

ნეპალში, ერთ-ერთ დაპირისპირებაში, ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის კარში გოლი ცენტრიდან გაიტანა.