ფერდინანდი სუარესს დამნაშავედ თვლის: “ის უნდა დასჯილიყო”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-ფეხბურთელი, რიო ფერდინანდი თვლის, რომ “ბარსელონას” ურუგვაელ თავდამსხმელს, ლუის სუარესს “ატლეტიკოსთან” მატჩში წითელი ბარათი უნდა მიეღო. მას აღნიშნული მატჩი BT Sports-ის ეთერში მიჰყავდა.

ხუანფრანისა და სუარესის მომენტზე საუბრისას მან განაცხადა: “უნდა დარჩენილიყო თუ არა სუარესი მოედანზე? ნამდვილად არა.

უბრალოდ იმედგაცრუების გრძნობა მეუფლება, ხუანფრანის ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, მას ერთხელაც არ დაურტყია. ეს სწორედ ის ძველი სუარესია, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით.

ყველამ ვიცით, რომ ის ფანტასტიური ფეხბურთელია, თუმცა როცა ასეთ რამეს აკეთებ, აუცილებლად უნდა დაისაჯო. ის ზღვარზე თამაშობდა.”