იტალიაში წლის საუკეთესო იტალიელი სპეციალისტი დაასახელეს

“ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი 2016 წლის ენცო ბერცოტის ტიტული მოიპოვა, რომელიც წლის საუკეთესო იტალიელ მწვრთნელებს გადაეცემათ.

აღნიშნული ტიტული 2011 წელს შეიქმნა. საკუთარი არჩევანის დაფიქსირების უფლება ცნობილ იტალიურ გაზეთებს აქვთ, რომელიც თავიანთ ერთ ფავორიტს ასახელებენ.

რაც შეეხება ტიტულის სახელს, ამ ტიტულს სახელი 1982 წლის მუნდიალის ტრიუმფატორი მწვრთნელის, ენცო ბერცოტის საპატივცემულად დაარქვეს.

აქამდე ეს ტიტული მოპოვებული აქვთ: “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის, “რეალის” ყოფილ თავკაცს, კარლო ანჩელოტისა და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილ ბოსს, ჩეზარე პრანდელის.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ტიტული სპეციალურად ჩეზარე მალდინისაც უსახსოვრეს, რომელიც ახლახან, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.