“ბარსელონას” ხორვატი ფეხბურთელი, ალან ჰალილოვიჩი, რომელიც ამჟამად “ხიხონში” იმყოფება, კლუბის გამოცვლას აპირებს. მისით კი რამოდენიმე დიდი კლუბია დაინტერესებული.
Goal-ის ინფორმაციით, ალანის აზრით “ხიხონი” მისთვის ძალიან პატარა კლუბია, რომელიც მის ამბიციებს არ შეესაბამება. ამიტომაც ის ზაფხულში სხვა კლუბის არჩევას აპირებს.
პერსპექტიული ფეხბურთელის გადაბირებით “სევილია”, “ვალენსია” და “ვილიარეალია” დაინტერესებული, თუმცა თავად ჰალილოვიჩისთვის, ისევე როგორც “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობისათვის, მთავარი არის ის, რომ მას რეგულარული სათამაშო დრო ჰქონდეს.