კროოსი:”ეს ჩვენი საუკეთესო თამაში იყო “ევრო 2016″-ზე”

გუშინ “ევროპის ჩემპიონატის” მეორე ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებ გუნდებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები მთელი თამაშის განმავლობაში აკონტროლობდნენ ბურთს და ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ისინი მაინც დამარცხდნენ. ნოიერის კარი ორივერ ტაიმში თითოჯერ ანტუან გრიზმანმა აიღო და საფრანგეთის ნაკრებს ფინალის საგზური მოუტანა.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა გერმანელთა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა:“წავაგეთ, მაგრამ ვერანაირად ვერ დავადანაშაულებ გუნდს. ჩვენ  უამრავი მომენტი გვქონდა, რომელთა შორის 3-4 100%-იანი იყო. თუმცა, სამწუხაროა, რომ მთელი თამაშის განმავლობაში საშინლად უიღბლოები ვიყავით. ჩემი აზრით, მიმდინარე ჩემპიონატზე ეს გერმანიის ნაკრების საუკეთესო გამოსვლა იყო, უბრალოდ დღეს ფორტუნა ჩვენკენ არ იყო.”

გარეთ ბეილის თამაში “მანჩესტერ სიტისთან” კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი დარწმუნებული არ არის, შეძლებს თუ არა კლუბის უელსელი ვინგერი “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში “ბლანკოსის” დახმარებას.

ფრანგი სპეციალისტის ცნობით, ბეილი, რომელსაც კუნთი აქვს დაზიანებული, “ვილიარეალთან” მატჩს გამოტოვებს: “გასული კვირიდან მოყოლებული ის დისკომფორტს გრძნობს.

“ვილიარეალთან” მატჩში ის ჩვენ ვერ დაგვეხმარება. იმედი გვაქვს, რომ საქმე მხოლოდ გადაღლილობასთან გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ ის მომდევნო მატჩში ჩვენს დახმარებას შეძლებს.” – განაცხადა ზიდანმა.