Calcio Mercato: ჩინელები პეპეს წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობენ

მადრიდის “რეალის” ცენტრალური მცველი, კეპლერ პეპე ჩინური სუპერ ლიგის მომდევნო სამიზნეა. ამ ინფორმაციას იტალიური გავლენიანი გამოცემა, Calcio Mercato ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ მცველს ამავდროულად “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლასაც უწინასწარმეტყველებენ, სადაც პეპეს თანამემამულესთან, ჟოზე მოურინიოსთან თანამშრომლობა შეეძლება.

პეპეს გადაბირების სურვილი ერთ დროს “იუვენტუსმაც” გამოთქვა, თუმცა, ჩინური კლუბის შეთავაზება ყველაზე მსუყე შესაძლებლობაა კეპლერისთვის, რადგანაც ახლო აღმოსავლეთში მას წელიწადში 15 მილიონი ევროს მიღება შეეძლება, რაც ურიგო ხელფასი ნამდვილად არაა.

“მანჯუკიჩს, ბალოტელის, დიეგო კოშტასა და ზლატანს მომავალ სეზონში ჩინეთში ვიხილავთ”

“იანგსუ სუნინგის” ფიზიოთერაპისტი აღიარებს, რომ ჩინური სუპერ ლიგის კლუბები მომავალ სეზონში ძალზედ დიდი სახელების მქონე ფეხბურთელების გადაბირებას აპირებენ.

“სუნინნგს”, კომპანიას, რომელსაც კლუბი ეკუთვნის, გლობალური ამბიციები გააჩნია. ისინი “ინტერის” აქციების 20%-ის ყიდვას აპირებენ.

შემიძლია გაგანდოთ მცირე ნაწილი იმ გეგმებისა, რომელთა შესრულებასაც ზაფხულში ვაპირებთ – ჩვენ უნდა გადავიბიროთ ეს ოთხი თავდამსხმელი : ზლატან იბრაჰიმოვიჩი; დიეგო კოშტა; მარიო ბალოტელი და მარიო მანჯუკიჩი.”

აღნიშნულ ინტერვიუს Sportske Novosti ავრცელებს.