ჩინელი გიგანტები უილიანის სანაცვლოდ 50 მილიონის გადახდას აპირებენ

ცნობილი ბრიტანული გამოცემა, Daily Mirror იუწყება, რომ ჩინური გრანდი, “გუანჟოუ ევერგრანდი” ლონდონის “ჩელსის” ფორვარდის, უილიანის ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

“გუანჟოუმ” ახლო წარსულში ორი დიდი ფეხბურთელის შეძენა შესძლო (პაულინიო “ტოტენჰემიდან” და ჯექსონ მარტინესი “ატლეტიკოდან”), თუმცა ისინი ამით დაკმაყოფილებას არ აპირებენ.

უილიანი კი ჯერჯერობით “სტემფორდ ბრიჯის” ბინადრებთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ “არისტოკრატები” მას კვირაში 120,000 ფუნტს სთავაზობენ.

“გუანჟოუს” გარდა ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებით რამოდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული, თუმცა ყველაზე რეალურ ვარიანტად სწორედ ჩინური კლუბი ითვლება, რომელიც მზადაა უილიანის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტიც გაიღოს.