ოფიციალურად: ლუკას პერესმა “არსენალი” დატოვა

ლონდონის “არსენალის” 29 წლის თავდამსხმელმა ლუკას პერესმა “ვესტ ჰემთან” სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამ ინფორმაციას ორივე ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

ტრანსფერის ფასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, თუმცა Daily Mail-ის ცნობით, “ჩაქუჩებმა” “მეთოფეებს” 10 მილიონი ევრო გადაუხადეს.

შეგახსენებთ, რომ ლუკას პერესი “არსენალში” 2016 წელს გადაბარგდა “დეპორტივოდან”. 2017/18 წლების სეზონი კი მან არენდის წესით “დეპორტივოში” გაატარა.

“დეპორტივო” ლუკას პერესს 10-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

ესპანურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “დეპორტივო” ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელის, ლუკას პერესის დაბრუნებას გეგმავს.

As-ის ცნობით, ესპანური კლუბის პრეზიდენტი, ტინო ფერნანდესი ლუკას პერესს 10-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ კი მას დირექტორის პოსტზეც ეპატიჟება.

ლუკას პერესი “არსენალში” 2016 წლის ზაფხულში გამოჩნდა, მას შემდეგ რაც “ესპანიოლის” რიგებში ერთ სეზონში გატანილი 17 გოლით მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცია, თუმცა მისი ლონდონური კარიერა არც ისე წარმატებული გამოდგა.

“სევილიას” “არსენალის” თავდამსხმელი მოუნდა

ესპანურ პრესაში გავრცელებული საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის მიხედვით, “ესპანელმა დალაქები” ზაფხულის სატრანფერო ფანჯარაზე შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ.

როგორც ცნობილი ხდება, “სევილიას” ხელმძღვანელთა ყურადღება ლონდონის “არსენალის” ესპანელმა შემტევმა, ლუკას პერესმა მიიპყრო, რომელიც “ემირეიტს სტედიუმზე” გასულ წელს გადაბარგდა.

As-ის ცნობით, ესპანური კლუბი 28 წლის შემტევის გადაბირებას 17 მილიონ ფუნტად აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა 2015/16 წლების სეზონში 17 გოლის გატანა შეძლო “დეპორტივო ლა კორუნას” მაისურით.

აგენტმა ლუკას პერესის მომავალზე ისაუბრა

ლუკას პერესის აგენტმა ყოველგვარი ინფორმაცია უარყო, რომლის მიხედვითაც, “დეპორტივოს” ყოფილი ფეხბურთელი ლონდონის “არსენალიდან” წასვლაზე ფიქრობს.

“ეს ყველაფერი სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება, ჩვენ არავისთან არ გვისაუბრია ამ საკითხთზე.

ლუკასსა და “არსენალთან” კონტრაქტი კიდევ სამი წლით აკავშირებს.

ზაფხულში, როდესაც სეზონი დასრულებული იქნება, ამაზე საუბრის დრო გვექნება, მაგრამ ახლა ის მხოლოდ “არსენალზე” ფიქრობს,” – აცხადებს პერესის აგენტი.

აგენტი: “ლოგიკურია, რომ ლუკას პერესი “არსენალში” ბედნიერი არაა”

ლუკას პერესი ლონდონის “არსენალში” ლა კორუნიის “დეპორტივოდან” გასულ ზაფხულში გადავიდა. ოცდარვა წლის ესპანელმა თავდამსხმელმა “მეთოფეთა” რიგებში ყველა ტურნირზე ჩვიდმეტი თამაშში ჩაატარა, სადაც  რვა გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემაც გააკეთა. ლუკასი ყოველ 133 წუთში არხევს მეტოქის კარის ბადეს. მიუხედავად შედეგიანობისა, არსენ ვენგერი მაინც არ აძლევს პერესს საკმარის სათამაშო დროს.

აღნიშნული პრობლემის შესახებ ისაუბრა ესპანელის სპორტსმენის აგენტმა, კრის უეთლიმ.

“ლუკასს “არსენალთან” ცოტა ხნის წინ გაფორმებული კონტრაქტი აქვს და მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა, არცერთ გუნდთან არ ვაწარმოებთ. ის, რომ პერესს “მილანის” მესვეურები დაუკავშირდნენ , სიმართლეს არ შეესაბამება.”

“მას საკმარისი სთამაშო დრო არ აქვს და თავს ბედნიერად ვერ გრძნობს. სწორედ ამიტომაა ის თავისი საქმის პროფესიონალი. უნდა, რომ პრაქტიკა ჰქონდეს და მუდმივად პროგრესირდეს. ლუკასს სურს, რომ ესპანეთის ნაკრებს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დაეხმაროს. ამ სიტუაციიდან გამომდინარე კი, ჩემი კლიენტის ეროვნულ გუნდში ასპარეზობის შანსი მცირდება,” – განაცხადა ლუკასის აგენტმა.

დადასტურდა: მომდევნო მატჩებში ლონდონის “არსენალს” ლუკას პერესი დააკლდება

ლონდონის არსენალის ცენტრალური თავდამსხმელი ლუკას პერესი ტრავმირებულია. სამშაბათს ინგლისის თასის ეგიდით გამართულ მატჩში მიღებული ტრავმის გამო ის ლაზარეთში დაახლოებით 6 კვირას დაჰყოფს.

შეგახსენებთ, რომ “მეთოფეთა” ესპანელი ფორვარდი იაპ სტაამის გუნდის წინააღმდეგ გამართული მატჩი სასტარტოდან დაიწყო, თუმცა 72-ე წუთზე მისი შეცვლა გახდა საჭირო.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლუკას პერესმა “არსენალში” პირადი ანგარიში ამავე ტურნირის მესამე ტურის მატჩში გახსნა, სადაც მისმა გუნდმა “ნოტინგემ ფორესტი” დაამარცხა (4-0).

ასე რომ, “დეპორტივოს” ექს-ფეხბურთელი არსენ ვენგერის გუნდს ნოემბრის უმნიშვნელოვანეს მატჩებში დააკლდება – ნოემბერში ლონდონელებს “ტოტენჰემის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “პსჟ”-ს წინააღმდეგ უწევთ თამაში.

მუსტაფი: “ლუკას პერესს ყველაფერი აქვს, რაც თავდამსხმელს ესაჭიროება”

ლონდონის “არსენალის” ახალწვეულმა, შკოდრან მუსტაფიმ მისი ახალი თანაგუნდელი და საკმაოდ ნაცნობი ფეხბურთელი, ლუკას პერესი შეაქო, რომელიც აქამდე “დეპორტივო ლა კორუნას” ღირსებას იცავდა.

“მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. ის დიდებული ფორვარდია – მას ყველაფერი აქვს, რაც თავდამსხმელს სჭირდება.

მასთან თამაში ნამდვილად სასიამოვნოა. ლუკასი მუდამ იმის მოლოდინში არ არის, თუ როდის მისცემს ვინმე პასს, ის მცველების დახმარებასაც ცდილობს. ის ძლაიან ბევრს მუშაობს და თვითონაც ბევრ შანსს ქმნის.

ყველაფერთან ერთად, ის სწორ დროს სწორ ადგილას ჩნდება ხოლმე, რაც ესპანეთშიც დაამტკიცა, სადაც გოლების გატანა ადვილი არ არის, რადგანაც იქ საკმაოდ მაღალი დონის მცველები თამაშობენ.”

როგორი იქნება “არსენალის” შემადგენლობა პერესისა და მუსტაფის დამატების შემდეგ? (ფოტო)

გუშინ ლონდონის “არსენალნმა” ზედიზედ ორი მოთამაშე შეიძინა. “მეთოფეებმა” “ვალენსიადან” შკოდრან მუსტაფი წამოიყვანეს. გარდა ამისა, მათი კიდევ ერთი შენაძენი “დეპორტივოს” უკვე ყოფილი შემტევი, ლუკას პერესია.

ინტერნეტში ვრცელდება ფოტო, რომელიც ასახავს, თუ როგორი იქნება “არსენალის” შემადგენლობა ნახსენებნი ორი ფეხბურთელის დამატების შემდეგ.

ლუკას პერესი “სევილიას” უახლოვდება

ესპანური “სევილიას” ხელმძღვანელები კიდევ უფრო წინ მიიწევენ “დეპორტივო ლა კორუნას” ლიდერის, ლუკას პერესის გადაბირების საქმეში.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის პერესის მიმართ ინტერესი საკმაოდ ბევრმა კლუბმა გამოთქვა, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ლა ლიგის 35 მატჩში 17 გოლის გატანა და 8 ასისტის გაკეთება შეძლო.

პერესის კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად 20 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა თუ “სევილია” ანტონიო კოტანსა და ხუან მუნიოსს “დეპორტივოში” გაუშვებს, მაშინ კლუბის ხელმძღვანელები 17 მილიონი ევროთიც დაკმაყოფილდებიან.

ლუკას პერესისთვის “ლესტერთან” ერთად “არსენალიც” იბრძოლებს

Goal-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ლუკას პერესი მზად არის დატოვოს “დეპორტივო ლა კორუნა” და ასპარეზობა გაცილებით უფრო მაღალი დონის კლუბში განაგრძოს. მისი გადაბირებით კი ლონდონის “არსენალთან” ერთად ინგლისის ჩემპიონი, “ლესტერიც” არის დაინტერესებული.

27 წლის ფორვარდმა ლა ლიგის 35 მატჩში 17 გოლის გატანა შეძლო და “დეპორის” ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა. აქიდან გამომდინარე გასაგებია ის ფაქტიც, რომ ესპანური გუნდის ხელმძღვანელები მაქსიმალურად ცდილობენ მის შენარჩუნებას.

თუმცა დიდია ალბათობა, რომ ინგლისურ გუნდებთან “დეპორის” ხელმძღვანელობამ ვერაფერი გააწყოს. როგორც იცით, “ლესტერი” ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, ამიტომაც ისინი გაძლიერებას აპირებენ, მაშინ როცა “არსენალი” უელბეკის შემცვლელს ეძებს.