ჟინოლას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ დავიდ ჟინოლას დღეს გულის ოპერაცია გაუკეთეს. ექიმმა ჟილ დრეიფუსმა ფრანგის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

“იგი უგონოდ იყო და არაფერი არ ახსოვს, თუმცა ახლა შედარებით მომჯობინდა და გავესაუბრე კიდეც.

ნევროლოგიური გართულებები არ არის. ინფარქტი არ ყოფილა, თუმცა კორონარულ არტერიაში სისხლის მიმოქცევის გართულების გამო შუნტირების გაკეთება მოგვიხდა”, – ექიმის სიტყვებს Get French Football News-ი ციტირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 49 წლის ფრანგის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ დავიდ ჟინოლას გუშინ გოლფის თამაშის დროს გული გაუჩერდა. მას პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ვერტმფრენით მონაკოს ერთ-ერთ კარდიოლოგიურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დავიდ ჟინოლას კარიერის მანძილზე “ნიუკასლ იუნაიტედში”, “ტოტენჰემ ჰოთსპურში”, “ასტონ ვილაში”, “ევერტონში,” “პარი სენ-ჟერმენსა” და საფრანგეთის კიდევ რამდენიმე კლუბში უთამაშია.

დავიდ ჟინოლას გულის შეტევა დაემართა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ დავიდ ჟინოლას რამდენიმე საათის წინ გულის შეტევა დაემართა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც 49 წლის ფრანგი გოლფს თამაშობდა. ჟინოლას პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც იგი ვერტმფრენით მონაკოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჟინოლა უგონოდაა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ დავიდ ჟინოლას კარიერის მანძილზე “ნიუკასლ იუნაიტედში”, “ტოტენჰემ ჰოთსპურში”, “ასტონ ვილაში”, “ევერტონში,” “პარი სენ-ჟერმენსა” და საფრანგეთის კიდევ რამდენიმე კლუბში უთამაშია.