ჰუმელსი: “იმედი მაქვს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე”

მატს ჰუმელსმა გერმანიის თასის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (“ბაიერნში” გადასვლა) სწორი ნაბიჯი გამოდგება.

“ჩვენთვის ძალიან რთული საღამო იყო. ეს ერთი მატჩი იყო, სადაც ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მატჩის მიმდინარეობისას თითოეული ჩვენგანი ზედმეტად დაიღალა. ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო. ბოლო წლების მანძილზე გუნდთან ერთად არაერთი წარმატება ავღნიშნეთ.

იმედი მაქვს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე – ამას კი მომდევნო წლებში გავიგებთ.

კარგად ვითამაშეთ, კარგად ვიბრძოლეთ. შესაძლოა “ბაიერნმა” ეს დაიმსახურა, თუმცა გვგონია, რომ ეს ჩვენც დავიმსახურეთ.”