მილანში ტერაქტის საფრთხის გამო მეტროსადგური დაკეტეს

მილანში ტერორისტული აქტის საფრთხის გამო მეტროს სადგური დაკეტეს.

დაკეტილია მილანის ერთ-ერთი ცენტრალური სადგური კადორნა”.

ამის გამო სტადიონისკენ მიმავალ გულშემატკივრებს ძირითადად ტაქსით სარგებლობა უწევთ, ზოგი კი დამოუკიდებლად ამჯობინებს “ჯუზეპე მეაცაზე” მისვლას.

“რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი დღეს, მილანის “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას მარკ კლატენბურგის თავკაცობით ინგლისელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.