სატრანსფერო სიახლეები: “ბორუსია” სოკრატისის “ატლეტიკოში” გაშვებას არ აპირებს

დორტმუნდის “ბორუსიას” დირექტორმა, მაიკლ ცორკმა ყველასათვის ცნობილი გახადა, რომ გერმანული კლუბი “ატლეტიკოსთვის” სოკრატის ის მიყიდვას არ აპირებს.

“სოკრატისის კლუბიდან წასვლის საკითხს არც კი განვიხილავთ. ” – მოკლედ მოუჭრა სიტყვა ცორკმა Kicker-ის ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის “ბორუსია” უკვე დატოვა დაცვის ლიდერმა, მატს ჰუმელსმა. ამასთანავე მედიაში აქტიურად განიხილება ნევენ სუბოტიჩის წასვლის საკითხიც.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 27 წლის ფეხბურთელი “ბორუსიაში” 2013 წელს გამოჩნდა. იქამდე კი ის ბრემენის “ვერდერის” ღირსებას იცავდა. მიმდინარე სეზონში მან 40-ჯერ მოირგო გერმანული კლუბის მაისური და ერთი გოლიც გაიტანა.