მხითარიანი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს

ჰენრიკ მხითარიანის აგენტმა, მინო რაიოლამ სომეხი ფეხბურთელის გარშემო არსებული სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. რაიოლას თქმით მხითარიანი სულაც არ ჩქარობს ახალი კონტრაქტის გაფორმებას.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელს “ბორუსიასთან” კონტრაქტი 2017 წლის ივნისში ეწურება, მისი გადაბირებით კი იტალიის ჩემპიონი, “იუვენტუსი” არის დაინტერესებული.

“რატომ უნდა გაგვეფორმებინა ახალი კონტრაქტი ახლა?” – უთხრა რაიოლამ Bild-ს.

“მიკის კონტრაქტი 2017 წლამდე გრძელდება, ჩვენ კი ამავდროულად ახალ ვარიანტებს ვეძებთ.” – დაამატა მან.