დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (29 დეკემბერი)

გვარდიოლამ ვაიგლს დაუმიზნა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი, იულიან ვაიგლი სამიზნეთა სიის სათავეში მოათავსა. სავარაუდოდ, ტრანსფერი მომავალ ზაფხულს განხორციელდება.(Manchester Evening News)

“ბარსელონა” ბრანისლავ ივანოვიჩის გადაბირებას აპირებს

“ჩელსის” ძირითადიდან ამოვარდნილ ბრანისლავ ივანოვიჩს კატალონიური “ბარსელონა” “კამპ ნოუს” საგზურს სთავაზობს. ინგლისელების აზრით, საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ სერბმა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს. (The Sun)

“ვალენსიას” როხოს გადაბირება მოუნდა

ესპანური “ვალენსიას” ხელმძღვანელებმა ზამთარში დაცვის ხაზის გაძლიერება გადაწყვიტეს. ბრიტანული პრესის ცნობით, “ღამურები” მარკუს როხოს გადაბირებას აპირებენ, რომელიც “ოლდ ტრაფორდზე” ლუი ვან გაალმა მიიყვანა. (Manchester Evening News)

Untitled-1

“სუონსის” მთავარი სამიზნე ქრის კოულმენია

დიდი წნეხის ქვეშ მყოფი “სუონსის” ხელმძღვანელობამ, რომელმაც ახლახან გაათავისუფლა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბობ ბრედლი, მთავარ მიზნად ქრის კოულმენის გადაბირება დაისახა. (Express)

“არისტოკრატები” ჩიჩარიტოს აკვირდებიან

“ბაიერ ლევერკუზენის” მექსიკელი ფორვარდისთვის, ხავიერ ერნანდეს ჩიჩარიტოსათვის გამართულ ბრძოლას ლონდონური “ჩელსიც” შეუერთდა. ფორვარდმა “მანჩესტერის” დატოვების შემდეგ, ბუნდესლიგის 43 მატჩში 22 გოლის გატანა მოახერხა. (Bild)

კლოპმა ოქსლეიდ-ჩემბერლენი არ გვჭირდებაო

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კატეგორიულად უარყო იფნორმაცია “არსენალთან” ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის ტრანსფერთან დაკავშირებული მოლაპარაკებების არსებობის შესახებ: ” ზოგადად, სატრანსფერო ჭორებზე არაფერს ვამბობ, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისია. მინდა გითხრათ, რომ ეს სრული ნონსენსია.” (Sky Sports)

მოსალოდნელი ტრანსფერები (29.12.2016)

კრის კოულმენი: “იმედგაცრუებულები ვართ”

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა გაიმართა უელსის ნაკრებსა და საქართველოს ეროვნულ გუნდს შორის. მატჩი, ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

თამაშის შემდეგ ბრიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა, კრის კოულმენმა პრესკონფერენცია გამართა.

“სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა, შეხვედრაც ძალიან კარგად დავიწყეთ.  გოლი გავიტანეთ და ეს უპირატესობა უნდა გამოგვეყნებინა, თუმცა, სამწუხაროდ, შემდეგ მოვეშვით, რის გამოც დავისაჯეთ. მეორე ტაიმში იყო იმის შანსი, რომ წაგვეგო.”

“ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ. 4 დღეში  2 შეხვედრა გვქონდა, რაც მარტივი არაა. თუმცა, ამ ყველაფერს უნდა შევეგუოთ და ასეთ სიტუაციებშიც უნდა ვეცადოთ ას პროცენტიანი შედეგის მიღწევას.”

“გუნდში ბევრი ტრავმა იყო, ბევრი ფეხბურთელები გადაიღალნენ. ამის გათვალისწინებით საქართველოს ნაკრებთან თამაში, თუნდაც საკუთარ მოედანზე, ძალიან რთულია.”

თავები უნდა ავწიოთ და მომავალ შეხვედრებზე ვიფიქროთ,” – განაცხადა კოულმენმა.

კრის კოულმენი: “არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვეთამაშებით – აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრაცია!

9 ოქტომბერს უელსის ნაკრები საკუთარ მოედანზე საქართველოს ეროვნულ გუნდს მიიღებს.

საგულისხმოა, რომ ამ ნაკრებებს შორის აქამდე 3 შეხვედრა გაიმართა და ქართველებმა სამივე მოიგეს. გამოსარჩევი იყო 1994 წლის 16 ნოემბრის გამარჯვება, როცა ჩვენებმა ბრიტანელებს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს. ამ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო უელსის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, კრის კოულმენი.

ბრიტანელმა სპეციალისტმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩის წინ პრესკონფერეცია გამართა.

“ავსტრიასთან მატჩი ფრედ დავასრულეთ; ვენაში მწარე გამოცდილება მივიღეთ. კიდევ უფრო დავწრმუნდი, რომ საკუთარ თავს შენი თამაშის ხარისხით ხდი ფავორიტს. ჩვენ ავსტრიაში ეს ვერ შევძელით. ასპარეზობის გამო, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ.”

“რაც შეეხება საქართველოსთან დაპირისპირებას, ვთვლი, რომ  ყველა მხირვ მზად ვართ. რემზის ამბავს შეგუებულნი ვიყავით, თუმცა ახლა ჯო ალენიც დაგვიზიანდა. ექიმებმა მას გამოკვლევა ჩაუტარეს და გვირჩიეს, რომ გარისკვა არ ღირს; თუ ალენმა მომდევნო კვირაში ექიმის მითითებები შეასრულა, რეაბილიტაციას სწრაფად გაივლის და პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში “სტოკის” მაისურით “სანდერლენდის” წინააღმდეგ უპრობლემოდ ითამაშებს.”

“მიუხედავად დანაკლისებისა, თავს ძლიერად ვთვლით – ჩვენ ერთიანი, შეკრული გუნდი ვართ, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია ბრძოლა გამარჯვებისთვის.”

“არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვეთამაშებით. აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრაცია და 3 ქულისთვის ყველაფრის გაკეთება!”

“ბოლო წლებში უელსის ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა და, აქედან გამომდინარე, ახლა გუნდები უფრო დიდი ყურადღებით გვეთამშებიან, გვიკეტავენ ზონებს. უფრო რთულია, ცარიელი ადგილების მოძებნა და იქედან შეტევების განხორციელება. მიუხედავად ამ დაბრკოლებისა, ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ და მივაღწიოთ წარმატებას,” – განაცხადა კოულმენმა.

უელსის მწვრთნელი: “რემზი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ბეილი”

უელსის ეროვნული ნაკრების თავკაცი, კრის კოულმენი თვლის, რომ გუნდისთვის აარონ რემზი ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორიც გარეთ ბეილი.

“ის ჩვენთვის ისეთივე დიდია, როგორც გარეთ ბეილი. აარონის რადარზე გამოჩენა დიდწილად სწორედ ბეილის დამსახურებაა.

გარეთს ეს ნაკლებად ადარდებს, ის უბრალოდ ასეთია პიროვნულად. ისინი ერთმანეთს კარგად უგებენ, რაც აარონისთვის კარგია.

აარონისგან მხოლოდ იმას მოველი, რომ მოედანზე ისე ითამაშოს, როგორც ეს აარონ რემზის მოეთხოვება. რამეთუ მისნაირი სხვა არავინ არ არის.”