“შანხაი შენჰუა” კიკე სანჩეს ფლორესმა ჩაიბარა

ცნობილი ესპანელი სპეციალისტი კიკე სანჩეს ფლორესი ჩინური “შახაი შენჰუას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალებზე ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. ჩინეთში 53 წლის ესპანელმა მწვრთნელმა ხუთი თანაშემწე გაიყოლა.

კიკე სანჩეს ფლორესი მეტწილად “ვალენსიაში”, “ბენფიკაში”, მადრიდის “ატლეტიკოსა” და “უოტფორდში” მუშაობით არის ცნობილი. ბოლოს ის “ესპანიოლს” თავკაცობდა, საიდანაც აპრილის თვეში გაათავისუფლეს.

“შანხაი შენჰუამ” ჩინეთის სუპერლიგის ბოლო გათამაშება მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა. გუნდში ყველაზე ცნობილ ფეხბურთელებად ფრედი გუარინი და დემბა ბა ითვლებიან.

კიკე სანჩეს ფლორესმა “ესპანიოლი” ჩაიბარა

უოტფორდის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი “ესპანიოლის” თავკაცის პოსტზე დაინიშნა. მხარეებმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

შეგახსენებთ, რომ “უოტფორდის” ხელმძღვანელობამ ფლორესი სეზონის ბოლოს გუნდიდან გაათავისუფლა, რამაც ნისლიან ალბიონზე დიდი რეზონანსი გამოიწვია. როგორც მოგეხსენებათ, ესპანელი სპეციალისტის თავკაცობით “უოტფორდმა” არამხოლოდ შეინარჩუნა პრემიერლიგაში ადგილი, არამედ სეზონის განმავლობაში საკმაოდ ხარისხიანი ფეხბურთიც აჩვენა.