ინგლისური “საუთჰემპტონის” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ხუანმი ხიმენესი ამიერიდან კარიერას ესპანურ “რეალ სოსიედადში” გააგრძელებს.
იფნორმაციას ამ ტრანსფერის შესახებ ბასკური კლუბი ადასტურებს, რომლის ცნობითაც 23 წლის ფეხბურთელი ესპანეთში 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
მართალია უცნობია ის თანხა, რომელიც “რეალ სოსიედადის” ხელმძღვანელებმა ხიმენესში გადაიხადეს, თუმცა ესპანური პრესი ცნობით ფასი 4 მილიონ ევროს არ აღემატება.
ხუანმიმ “რეალთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.