რუსეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, არტიომ ძიუბამ იმ კრიტიკას უპასუხა, რაც რუსეთის ნაკრებს და საერთოდ მათ სახელმწიფოს თავს დაატყდა, რუსი ხულიგნების სამარცხვინო საქციელის გამო.
“პოლიტიკა? არ შემიძლია ამის დადასტურება, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია, შესაძლებელია. ბრიტანული მედია საუბრობს იმაზე, რომ რუსეთში 2018 წლის მუნდიალი არ უნდა ჩატარდეს. ამაზე ბევრს ვფიქრობ.
არ მესმის, თუ რატომ ჰქონდა ასეთი რექცია ბრიტანულ მედიას, ისე ლაპარაკობენ, თითქოს ინგლისელი ფანები ანგელოზები იყვნენ. ყველა უნდა გაერკვეს საქმის ვითარებაში და ფანების აზრიც უნდა მოისმინონ. არამგონია ეს ყველაფერი მხოლოდ რუსების ბრალი იყოს.”
ფრანგი ავტორიტეტები აცხადებდნენ, რომ 300 რუსი გულშემატკივარი “უდანაშაულო” ინგლისელთა სექტორში შეიჭრა, რასაც ძიუბაც გამოეხმაურა: “მსგავსი ინფორმაცია მეც მივიღე, თუმცა არავინ იცის, თუ რა მოხდა სინამდვილეში.
ვფიქრობ რომ ყველაფერი 50/50-ზეა. ჩვენ ვნახეთ ვიდეო, სადაც ჩანს აგრესია, თუმცა ესენი მხოლოდ ფრაგმენტებია. რა თქმა უნდა ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ, მაგრამ პოლიტიკა და ფეხბურთი არ უნდა ავურიოთ.
ქუჩური ჩხუბების მსოფლიო ჩემპიონატზე არ ვსაუბრობთ; ეს ფეხბურთია. არ გვინდა ყველაფერი ჯგუფურ ჩხუბებში გადაიზარდოს. თანაც მხოლოდ ინგლისელ და რუს ფანებს არ უჩხუბიათ; სხვებიც იყვნენ. გთხოვთ, საშუალება მოგვეცით, რომ მთლიანად ფეხბურთზე ვიყოთ კონცენტრირებულნი.”